ფეხბურთი

22:34 | 4.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის "ატლეტიკომ" კონდოგბია დაიმატა

"ვალენსიას" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ჟოფრი კონდოგბია კარიერას მადრიდის "ატლეტიკოში" გააგრძელებს. 27 წლის მცველმა "როხიბლანკოსთან" კონტრაქტი 2024 წლის ივლისამდე გააფორმა, ხოლო "ღამურებმა" ტრანსფერის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო მიიღო. ინფორმაცია "ატლეტიკოს" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

კონდოგბიამ კარიერა "ლანსში" დაიწყო და 2012 წელს "სევილიამ" დაიმატა. მას შემდეგ ფეხბურთელი "მონაკოსა" და "ინტერში" თამაშობდა. 2018 წელს "ვალენსიამ" იტალიური კლუბიდან დაიმატა ჟოფრი და "ღამურების' რიგებში კონდოგბიამ 104 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111739