ფეხბურთი

20:46 | 4.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვან ბასტენი: "კაპელოსთან" მუშაობა უფრო კარგი იყო, ვიდრე საკისთან"

ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მარკო ვან ბასტენმა თავისი წარსული გაიხსენა. კერძოდ, ის პერიოდი, როდესაც კარიერის დასრულება ტრავმის გამო ნაადრევად მოუწია. გარდა ამისა, იოჰან კრუიფის, ფაბიო კაპელოსა და არიგო საკის შესახებ ისაუბრა.

„ეს რთული იყო, რადგან ფეხბურთში უმაღლესი დონიდან ყველაზე დაბალ დონეზე დავეშვი. 1994 წელი იყო, ტკივილების გამო საწოლიდან აბაზანამდე მისვლაც მიჭირდა. 2 წუთს ვანდომებდი იქ მისვლას, ძალიან მტკიოდა. ექიმებმაც მითხრეს, რომ ვერ დამეხმარებოდნენ და მეშინოდა.

პირველი ტრავმა „აიაქსში“ მივიღე, როდესაც მწვრთნელი იოჰან კრუიფი იყო. ექიმმა კრუიფს უთხრა, რომ პრობლემა მქონდა, მაგრამ არ გაუარესდებოდა და თამაში შემეძლო. უკვე მქონდა განცდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო. მაგრამ იოჰანმა ნება მოცა რამდენიმე ვარჯიში გამეცდინა და თამაშზე კი გუნდთან ვყოფილიყავი.

მე კრუიფის მადლიერი ვიყავი. ის დიდი ფეხბურთელი იყო და იგივე მოხდა ფაბიო კაპელოსთან. არიგო საკი უფრო მეტად თეორიული იყო. ის ძალიან ბევრ ვიდეო ჩანაწერებს გვაყურებინებდა და ვფიქრობდი, რომ ეს ზედმეტი იყო. კაპელოს და საკის გაუმართლათ, რადგან მშვენიერი გუნდი გვყავდა, ბარეზი, მალდინი, კოსტაკურტა და ტასოტი შესანიშნავი მცველები იყვნენ, რომლებმაც ბურთთან თამაში კარგად იცოდნენ“, - თქვა ვან ბასტენმა.

შეგახსენებთ, მარკო ვან ბასტენმა „ოქროს ბურთი“ სამჯერ მოიგო, მაგრამ ტრავმის გამო კარიერის იძულებით დასრულება 28 წლის ასაკში მოუწია.

0.105664