სხვა

3:01 | 4.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

როგლიჩმა დროზე რბოლა მოიგო და ლიდერობა დაიბრუნა

ვუელტაზე ლიდერი ისევ შეიცვალა. დროზე რბოლის შემდეგ, ლიდერის წითელი მაისური ისევ პრიმოჟ როგლიჩმა დაიბრუნა. სლოვენიელმა დროზე ინდივიდუალური რბოლა მოიგო და უკან მოიტოვა თავისი მთავარი მეტოქე ეკვადორიდან, რიჩარდ კარაპასი.

მე-13 ეტაპის განსაკუთრებით რთული იყო 33.7-კილომეტრიანი მარშრუტის ბოლო 1.8-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც მკვეთრი აღმართია, 14.8-პროცენტიანი საშუალო დახრით. შეგახსენებთ, რომ როგლიჩმა (ჯუმბო-ვისმა) ტურ დე ფრანსი სწორედ დროზე რბოლაში წააგო. ამჯერად კი ბოლო მონაკვეთზე განსაკუთრებული მონდომებით ატრიალებდა პედლებს და ფინიშს 46 წუთსა და 39 წამში მიღწია.

მან მხოლოდ 1 წამით აჯობა მეორეზე გასულ ამერიკელ უილ ბარტას (ტიმ CCC) და 49 წამით კარაპასს (ინეოს გრენადერსი), ვინც მეშვიდე ადგილს დასჯერდა. გამარჯვებულს 25 წამით ჩამორჩა ბრიტანელი ჰიუ კართი (EF პრო საიკლინგი), ვინც კლასიფიკაციაში მესამე ადგილი შეინარჩუნა.

„დღეს საუკეთესო ფორმაში ვიყავი. ამან ძალიან გამაკვირვა, რადგან ვფიქრობდი, რომ ძალიან გამიჭირდებოდა. ბევრი ფავორიტად მთვლიდა, მაგრამ დროზე რბოლაში ყველას შანსი თანაბრდება. ბედად, დღეს ჩემმა ფეხებმა კარგად იმუშავა და კარგი რბოლა გამომივიდა. ახლა ყურადღებით უნდა ვიყო და ბოლომდე ვიბრძოლო“, - განაცხადა როგლიჩმა, ვინც კარაპასს 39 წამს, კართის კი 47 წამს უგებს.

მე-14 ეტაპი პირველია სამი ეტაპიდან, რომელთა მარშრუტებიც აღმართებზე გადის, მათ შემდეგ კი ბოლო, მე-17 ეტაპია, რომელიც სამთო კურორტ ალტო დე ლა კოვატილაში, შაბათს დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091003