ფეხბურთი

1:01 | 4.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა პირლო: "ბარსელონასთან" თამაში და ის წაგება გვჭირდებოდა"

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ფერენცვაროშთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა გარდა იმისა, რომ მოახლოებულ მატჩზე და მეტოქეზე ისაუბრა, „ბარსელონასთან“ თამაშზეც გააკეთა კომენტარი.

„ეს თამაში გვჭირდებოდა, რადგან "ბარსელონასთან“ მატჩმა დაგვანახა სად გვჭირდება მომატება და გარკვეული ტიპის მატჩების ჩატარებას უფრო მეტი მონდომება და ორგანიზებულობა სჭირდება. ვიცოდით, რომ დიდ გუნდს ვხვდებოდით და გაგვიჭირდა, რადგან მათთან სეზონის დასაწყისშივე მოგვიწია თამაში. ამ მატჩის შემდეგ გარკვეულ ასპექტებზე ვიმუშავეთ და მომავალში ეს სასარგებლოდ იქნება. საპასუხო თამაშში უკეთეს ფორმაში ვიქნებით.

„ფერენცვაროში“ ვნახეთ და შევისწავლეთ. ისინი კარგ ფეხბურთს თამაშობენ და „ბარსელონასთან“ 1:5 წაგებას არ იმსახურებდნენ. კიევის „დინამოსთან“ კარგი თამაში ჩაატარეს და სახიფათო გუნდია. სწრაფი და აგრესიული ფეხბურთელები ჰყავს და მეტოქეს პატივი უნდა ვცეთ. ჩემპიონთა ლიგაზე ყველა თამაში რთულია“, - თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, „ფერენცვაროშისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 4 ნოემბერს, თბილისი დროით 23:55 საათზე დაიწყება.

0.129685