ფეხბურთი

18:09 | 3.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

უსაფუძვლო განგაში: "ანორთოსისში" კორონავირუსის ტესტები უარყოფითია

ფამაგუსტას „ანორთოსისში“ განგაში უსაფუძვლო გამოდგა. ჩატარებული ტესტების პასუხები უარყოფითი გამოდგა და გუნდში კორონავირუსი არ დაფიქსირდა.

თემურ ქეცბაიას გუნდში ორიოდ დღის წინ ერთ ადამიანს (უცნობია ფეხბურთელს თუ სტაფის წევრს) კოვიდ-19 აღმოაჩნდა, შედეგად დანარჩენ გუნდსაც მოუწია ტესტის გაკეთება და პასუხები უარყოფითი აღმოჩნდა.

შედეგად, ქართველი ფეხბურთელები კარგად არიან, რაციმას ნიშნავს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩისთვის მზად იქნებიან (ცხადია, მანამდე გაუთვალისწინებელი რამ თუ არ მოხდა).

გარდა ამისა, ხვალ, კვიპროსისთასზე „პაფოსთან“ დაგეგმილი მატჩი არ გადაიდება და ჩვეულებრისამებრ ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111755