ფეხბურთი

17:02 | 3.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა: "თელავის" ოქროს ქულები და "ჩიხურას" მძიმე დროება

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-15 ტური საჩხერის „ჩიხურასა“ და „თელავის“ მატჩით დაიწყო. ორივე გუნდისთვის გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან.

„თელავი“ ამ სეზონში ბევრად უკეთესია გუნდია და ესგამოჩნდა კიდეც. კახელებმა დაძაბულ ბრძოლაში 2:1 იმარჯვეს. კვასოვის გოლი თენგიზ წიქარიძემგაქვითა, მაგრამ გიორგი მოისწრაფიშვილმა მატჩის მიწურულს სტუმრებს მოაგებონა.

„თელავმა“ სეზონში მესამე გამარჯვება მოიპოვა და 19 ქულით მე-5 ადგილზეა. „ჩიხურას“ მდგომარეობა კი ძალზე მძიმეა, რადგან ისევ 6 ქულა აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება

„ჩიხურა“ – „თელავი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 კვასოვი (37), 1:1 წიქარიძე (72), 1:2 მოისწრაფიშვილი (88)

0.119212