ფეხბურთი

13:48 | 3.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე და პსჟ-ის კიდევ ოთხი ფეხბურთელი „ლაიპციგთან“ მატჩს გამოტოვებენ

„პარი სენ-ჟერმენის“ ხუთი ფეხბურთელი გამტოვებს „ლაიპციგთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩს, რომელიც 4 ნოებერს გაიმართება ლაიპციგში.

მბაპე ფრანგული ლიგა 1-ის მე-9 ტურის მატჩში „ნანტის“ წინააღმდეგ (3:0), 74-ე წუთზე შეცვალეს. აღმოჩნდა, რომ მარჯვენა მუხლის პრობლემა აქვს. გერმანიაში ის არ გამგზავრებულა, ზუსტი დიაგნოზი კი 48 საათის შემდეგ გახდება ცნობილი.

ნეიმარი მკურნალობას განაგრძობს და მინდორს სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდება. მოგვიანებით შეუერთდებიან გუნდს მარკო ვერატი, იულიან დრაქსლერი და მაურო იკარდიც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112448