ფეხბურთი

12:50 | 3.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბობი ჩარლტონს დემენიცია დაუდგინეს

83 წლის სერ ბობი ჩარლტონის ავადმყოფობის ამბავი მისმა ოჯახმა გასულ უქმეებზე გაახმაურა. მას დემენიცია (გონებრივი ჩამორჩენილობა, ჭკუასუსტობა, რომელიც ხასიათდება შემეცნების უნარის დაქვეითებით, ადრე შეძენილი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის დაკარგვით, ახლის შეძენის უნარის არქონით) დაუდგინეს. საინტერესოა, რომ სამი თვის წინ ამავე ავადმყოფობით გარდაიცვალა მისი უფროსი ძმა - ჯეკი.

„ბობს დღეს ვესაუბრე. მის მეუღლეს დავურეკე, როცა ტანსაცმელს აცმევდა. კარგი დღე ჰქონდა და ძალიან გამიხარდა. ახლა მას კარგ დღეებს ცუდი დღეები უცვლის. ლამის ტიროდა საუბრის დროს.“ - უთხრა Sky Sports News-ს ბობის უმცროსმა ძმამ, ტომიმ.

უცნაურია, მაგრამ ბობი ჩარლტონი 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი ინგლისის ნაკრების მეხუთე ფეხბურთელია, ვინც ნევროლოგიური დაავადებით იტანჯება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114779