ფეხბურთი

11:51 | 3.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

„რაპიდი“ ვენის ტერორისტულ აქტს გამოეხმაურა

ვენის „რაპიდის“ პრესსამსახურმა, თავისი ტვიტერის გვერდზე, გუნდის გულშემატკივრებს და ქალაქის მცხოვრებლებს თანადგომა გამოუცხადა, მას შემდეგ, რაც 2 ნოებერს საღამოს ვენაში ტერორისტული აქტი მოხდა.

„რაპიდის“ გულშემატკივართა დიდო ოჯახო, ვიმედოვნებთ, ყველა ჯანმრთელად და უვნებლად ხართ. რაც ჩვენს მშვენიერ ქალაქში ხდება, წარმოუდგენელია. მშვიდად იყავით, დარჩით სახლებში და თავს გაუფრთხილდით“ - წერია მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ 5 ნოემბერს, ვენაში ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩია დაგეგმილი „რაპიდსა“ და ირლანდიურ „დანდალკს“ შორის.

2 ნოენერს, საღამოს ვენის ცენტრში ტერორისტული აქტი მოხდა. სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. პოლიციამ დაადასტურა, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. სამართალდამცავების ინფორმაციით, თავდასხმა რამდენიმე ლოკაციაზე განხორციელდა.

ამ დროისთვის ვენის ცენტრში მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

0.107916