ფეხბურთი

11:20 | 3.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

გერდ მიულერის მეუღლე: „თითქმის აღარაფერს ჭამს და სულ წევს“

დღეს, 3 ნოემბერს, ლეგენდარული გერმანელი შემტევი, გერდ მიულერი, 75 წლის გახდა, თუმცა მისმა მეუღლემ, უშიმ, ჟურნალისტებს სამწუხარო ამბები ამცნო.

„თითქმის აღარაფერს ჭამს, ძლივს ყლაპავს საკვებს და 24 საათი ლოგინში წევს. სულ ცოტა ხნით გაახელს ხოლმე თვალებს. ისე მიხარია როცა მიყურებს. ხანდახან სწორედ თვალებით მიმანიშნებს „ჰოს“ ან „არას.“

ყოველთვის მებრძოლი იყო. ახლაც ასეთია. უძლებს. თუმცა, თითქმის სულ სძინავს, იშვიათად აღებს პირს. გახეხილ საკვებს აძლევენ. სხვა მხრივ, წყნარად, ჩუმადაა, არ მგონია იტანჯებოდეს.“ - ციტირებს ფრაუ უშის სიტყვებს Daily Mail.

შეგახსენებთ, რომ გერმანელთა უპირველესი მეგოლე (Der Bomber), ალცჰეიმერის დაავადების გამო 2015 წელს მოხუცებულთა სახლში მოხვდა.

0.134079