ფეხბურთი

20:49 | 2.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩს შვედეთის ნაკრებში დაბრუნება უნდა

„მილანის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა შვედეთის ნაკრებში დაბრუნდეს. 39 წლის ფორვარდმა დღეს ტვიტერში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც შვედეთის ნაკრების მაისური აცვია.

„დიდი ხანია არ შევხვედრივართ“, - წერს იბრა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ნაკრებში ბოლოს 2016 წელს ითამაშა. ლეგენდარულ ფორვარდს სკანდინავიელთა რიგებში 116 მატჩში 62 გოლი აქვს გატანილი.

ზლატანი ასაკის მიუხედავად საოცარ ფორმაშია და შვედეთის ნაკრებში მისი დაბრუნება გამორიცხული სულაც არაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117133