ფეხბურთი

20:12 | 2.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ანორთოსისში" კორონავირუსი გავრცელდა, ეს შესაძლოა საქართველოს ნაკრებისთვის პრობლემა იყოს

ფამაგუსტას „ანორთოსისში“ კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა. როგორც კვიპროსული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, შესაბამისი პროტოკოლი გააქტიურებულია და გუნდის ყველა წევრს ტესტები ჩაუტარდება.

ინფიცირებული მოთამაშის ვინაობა ინკოგნიტოა. ჩვენთვის ეს ამბავი საინტერესო იმითაა, რომ „ანორთოსისში“ ოთხი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს.

გუშინ თემურ ქეცბაიას გუნდი „კარმიოტისას“ შეხვდა და გიორგი ქვილითაიამ და მურთაზ დაუშვილმა ითამაშეს, ხოლო გიორგი ლორია განაცხადში ტრავმის გამო არ იყო. ასევე განაცხადში ვერ მოხვდა თორნიკე ოქრიაშვილიც, თუმცა ამის მიზეზი უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩამდე მხოლოდ 10 დღეა დარჩენილი. არაა გამორიცხული, „ანორთოსისის“ ფეხბურთელები იზოლაციაში გადავიდნენ, რაც ნაკრებში ფეხბურთელების ჩამოსვლას პრობლემატურს გახდის.

0.114572