ჩოგბურთი

19:39 | 2.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მეათე წაგება: ბასილაშვილი პარიზის მასტერსსაც გამოეთიშა

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერაფრით ახერხებს წარუმატბელი სერიის დასრულებას. პარიზის მასტერსს ქართველი პირველი წრეში ძალიან მარტივად გამოეთიშა.

ბასილაშვილი გერმანელ ჟან-ლენარ შტრიფს დაუპირისპირდა და ორ სეტში 4:6, 2:6 დამარცხა. თამაში საათსა და 25 წუთს გაგრძელდა, ბასილაშვილს 5 ეისი და 8 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, მაშინ, როდესაც შტრუფმა 14 ეისი მიითვალა და ერთადერთხელ დაუშვა ორმაგი შეცდომა.

ნიკოლოზ ბასილაშვილს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში განახლებული სეზონის შემდეგ თამაში არ მოუგია და ზედიზედ მეათე მარცხი განიცადა. ნიშანდობლივია, რომ ქართველ ჩოგბურთელს ამ პერიოდში ერთი სეტიც არ მოუგია.

ნიკოლო ბასილაშვილი - ჟან-ლენარ შტრუფი 0:2 (4:6, 2:6)

0.134869