ფეხბურთი

13:51 | 2.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

მერებაშვილის კლუბში კორონავირუსის 31 შემთხვევა დაფიქსირდა

ქართველი ფეხბურთელის, გიორგი მერებაშვილის „ვისლაში“ კორონავირუსის 31 შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული ინფორმაცია პოლონეთის ექსტრაკლასას ბინადარმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

“ბოლო დროს დაფიქსირებული ფაქტების შემდეგ, Covid 19-ზე დამატებითი ტესტები გუნდის მოთამაშეებმა, სამწვრთნელო სტაფის წევრებმა და თანამშრომლებმა გაიარეს. დადებითი პასუხი კიდევ 19 ადამიანს დაუფიქსირდა – გუნდის რვა მოთამაშეს, სარეზერვო გუნდის ერთ წევრს, სამს სამწვრთნელო შტაბიდან და ადმინისტრაციის შვიდ თანამშრომელს. ადამიანებმა, რომლებმაც დადებითი პასუხი მიიღეს, დაუყოვნებლივ კარანტინში გადავიდნენ. განმეორებითი ტესტები კი მათ უახლოეს დღეებში ჩაუტარდებათ“, – წერია კლუბის ოფიციალურ გვერდზე.

აქვე გეტყვით, რომ პირველი დადებითი შემთხვევა 34 წლის ფეხბურთელის გუნდში 25 ოქტომბერს გამოვლინდა, როდესაც კორონავირუსი 11 წევრს დაუდასტურდა. ჯერჯერობით უცნობია აქვს თუ არა კოვიდინფექცია „ვისლას“ ქართველ ლეგიონერს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111633