ფეხბურთი

11:02 | 2.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს და საქართველოსთან მისი თამაში საეჭვოა

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მცველ კირე რისტევსკის კორონავირუსი დაუდასტურდა და საქართველოს ნაკრებთან მისი თამაში საეჭვოა. უნგრულ „უიპეშტში“, სადაც 30 წლის ფეხბურთელი ირჯება კოვიდ-19-ის პანდემია გავრცელდა და გუნდი კარანტინში გადავიდა.

რისტევსკის ტესტის დადებითი პასუხი ოფიციალურად დადასტურდა. გამოცდილი ფეხბურთელი საქართველოს წინააღმდეგ თამაშს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს თუ მაქსიმუმ 10 ნოემბერს, ტესტის პასუხი უარყოფითი იქნება.

კირე რისტევსკი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წევრი 2014 წლიდანაა და მისი ღირსება 42 შეხვედრაში დაიცვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა მატჩი 12 ნოემბერს თბილისში შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.107238