ჩოგბურთი

2:43 | 2.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

პარიზის მასტერსს დომინიკ თიმიც გამოტოვებს

მსოფლიოს პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩის მსგავსად, პარიზის მასტერსზე ვერც ავსტრიელი დომინიკ თიმი ითამაშებს. აშშ-ის ღიას ჩემპიონს, ვენის ღია პირველობის დროს, ფეხის გულები დაუწყლულდა. ამის გამო, მეოთხედფინალში წააგო და წინა სეზონში მოპოვებული ტიტული ვერ დაიცვა.

მასტერსის სერიის ამ სეზონის ბოლო ტურნირი ორშაბათს იწყება და თიმი წყლულების მოშუშებას ვერ ასწრებს. თუმცა იმედი აქვს, რომ ATP-ს ფინალისთვის, რომელსაც ლონდონი 15-22 ნოემბერს უმასპინძლებს, მწყობრში იქნება.

რაც შეეხება ჯოკოვიჩს, ვინც პარიზული მასტერსის მოქმედი ჩემპიონია, ტიტულის დაცვისგან თავი პრაგმატული მიზეზის გამო შეიკავა - კორონავირუსის პანდემიის გამო, ATP-მ დროებით ქულების დაწერის სისტემა შეცვალა და ჩოგბურთელებს ქულებს არ ჩამოაწერს. შესაბამისად, სერბი ჩოგბურთელი რეიტინგში პირველ პოზიციას შეინარჩუნებს.

პარიზში პირველ ნომრად რაფაელ ნადალი ითამაშებს, მეორე ნომერი კი ბერძენი სტეფანოს ციციპასი იქნება. საერთოდაც, ტურნირზე რეიტინგის ტოპ ათეულიდან შვიდი ჩოგბურთელი ითამაშებს.

0.122074