ფეხბურთი

12:26 | 1.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "ბარსელონაში" ჩემი კარიერა დასრულებულია"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კიდევ ერთხელ უარყო „ბარსელონაში“ დაბრუნების შესაძლებლობა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, ის ინგლისში ბედნიერია და „ბარსელონა“ წარსულია.

„ბარსელონაში“ ჩემი სამწვრთნელო კარიერა დასრულებულია. არსებობენ შესანიშნავი ადამიანები, რომელთაც გუნდის ხელმძღვანელობა შეუძლიათ. რონალდ კუმანი ბრწყინვალე მწვრთნელია.

ყველაფერი წარსულია. დავბრუნდები თამაშის საყურებლად, მაგრამ „მანჩესტერ სიტიში" ბენდიერი ვარ, ეს ყველაზე მთავარია. ახლა „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნები აქვს და იმედია, სწორ ადამიანს მალე აირჩევენ, რათა კლუბმა უმაღლეს დონე შეინარჩუნოს“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, პეპ გვარდიოლა „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელად 2008-2012 წლებში მუშაობდა.

0.121524