კატალონიის „ბარსელონაში“ კრიზისი გრძელდება. როგორც ჩანს, ვითარება ვერც ხოსეპ მარია ბრთომეუს გადადგომამ და ვერც შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსთან“ გამარჯვებამ შეცვალა.
რონალდ კუმანის გუნდს ლა ლიგაში უკვე 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (2 ფრე, 2 წაგება). „ალავესთან“ (1:1) ფრის შემდეგ, „ბარსამ“ 6 თამაშში ოდენ 8 ქულას მოუყარა თავი.
Opta-ს ცნობით, მას შემდეგ, რაც მოგებაზე გუნდებს 3 ქულა ეწერებათ, „ბლაუგრანას“ სეზონის სასტარტო 6 თამაშის გათვალისწინებით ყველაზე ცუდი შედეგი აქვს. ამაზე ცოტა ქულა კლუბს 1994 წლიდან არ ჰქონია, მხოლოდ 2002-2003 წლების სეზონში ჰქონდა 6 მატჩის შემდეგ იგივე შედეგი 8 ქულა.
ცუდი სტატისტიკა აქვს ლიონელ მესისაც - არგენტინელმა უკანასკნელ პერიოდში ჯარიმების შედეგიანად შესრულებას ძალიან მოუკლო. მესის ბოლო 45 მცდელობიდან მიზანს მხოლოდ ერთმა საჯარიმო დარტყმამ მიაღწია. ცნობისთვის, ლეოს ამ სეზონში 4 გოლი აქვს გატანილი (3 კლუბში, 1 ნაკრებში) და ოთხივე პენალტით.
აქვე გეტყვით, რომ „ბარსელონა“ მა დროისთვის ლა ლიგაში მე-12ადგილზე იმყოფება.