ფეხბურთი

2:14 | 1.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" გადარჩა, "ატალანტამ" მოგების გემო გაიხსენა

იტალიის სერია A-ს მეექვსე ტური სამი მატჩით დაიწყო და როგორც უკვე კალჩომ შეგვაჩვია, გოლები მრავლად გავიდა.

ბერგამოს „ატალანტამ“ სტარტზე სამი მოგების შემდეგ მიჯრით ორჯერ წააგო და კროტონეში წაფორიხლების უფლება აღარ ჰქონდა. ჯან პიერო გასპერინის გუნდს ადვილად მოუგია, მაგრამ მიზანს მაინც მიაღწია და 2:1 იმარჯვა. მატჩის გმირი კოლუმბიელი თავდამსხმელი ლუის მურიელი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა.

„ბოლონია“ „კალიარისთან“ ორჯერ აგებდა, მაგრამ მოახერხა მობილიზება და საბოლოოდ 3:2 იმარჯვა. აქ მუსა ბაროუ გამოირჩა, რომელმაც ორჯერ დაამწუხრა სარდინიული კლუბი და სინიშა მიხაილოვიჩის გუნდს მნიშვნელოვან გამარჯვებაში დაეხმარა.

და ბოლოს, „ინტერი“, რომელმაც შინ „პარმას“ ისევ ვერ მოუგია. რაც უნდა უცნაური იყოს, „სან სიროზე“ „ნერაძურის“ პარმეზანულ გუნდთან ბოლო 5 თამაში არ მოუგია. უფრო მეტიც, ანტონიო კონტეს გუნდი წაგებასთან ძალიან ახლოს. გაიბრწყინა ჟერვინიომ, რომელმაც მეორე ტაიმის სტარტზევე დუბლი შეასრულა და „პარმა“ 2:0 დაწინაურდა. „ინტერმა“ ბოლოს ქულის გადარჩენა მაინც შეძლო. დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია მეორე გოლმა, რომელიც მსაჯის კომპენსირებულ წუთებზე ივან პერიშიჩმა გაიტანა. ბევრის აზრით ხორვატი თამაშგარეში იყო, თუმცა გოლი ჩაითვალა. ასეა თუ ისე, „ინტერისთვის“ „პარმასთან“ საშინაო ერთი ქულა დიდი ვერაფერი წარმატებაა.

კონტეს შეგირდებს არადამაჯერებელი სტარტი აქვთ და 6 ტურში მხოლოდ 11 ქულის მოპოვება შეძლეს.

„კროტონე“ – „ატალანტა“ 1:2 (1:2)

გოლები: 0:1 მურიელი (26), 0:2 მურიელი (38), 1:2 სიმი (40)

„ინტერი“ – „პარმა“ 2:2 (0:0)

გოლები: 0:1 ჟერვინიო (46), 0:2 ჟერვინიო (62), 1:2 ბროჟოვიჩი (64), 2:2 პერიშიჩი (90)

„ბოლონია“ – „კალიარი“ 3:2 (1:1)

გოლები: 0:1 ჟოაო პედრო (15), 1:1 ბაროუ (45), 1:2 სიმეონე (47), 2:2 სორიანო (52), 3:2 ბაროუ (56)

თეგებისერია A
0.176599