ფეხბურთი

1:50 | 1.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

აზარი - 392 დღის შემდეგ

„რეალმა“ ტურის ადრეულ მატჩში მაჩანჩალა „უესკას“ იოლად მოიგო 4:1 და კვლავ ერთპიროვნული ლიდერი გახდა. ანგარიში ედენ აზარმა გახსნა შორეული ლამაზი დარტყმით. ეს ბელგიელის პირველი გოლი გახლდათ 2020 წელს. „სამეფო კლუბის“ მაისურით მან 392 დღის შემდეგ პირველად გამოიჩინა თავი. მანამდე ბოლოს მას 2019 წლის 5 ოქტომერს გაეტანა ჩვენთვის კარგად ნაცნობი „გრანადასთვის.“

„გამარჯობა ბიჭებო. მიხარია, რომ მინდორზე დავბრუნდი და ლამაზი გოლი გავიტანე. მას თქვენ გიძღვნით.“ - დაწერა შემდეგ ბელგიელმა გენიოსნა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

მადრიდელებმა მათლაც ძალიან იოლად მოუგეს მოწინააღმდეგეს. დუბლი მიითვალა კარიმ ბენზემამ.

„ბარსელონამ“ კვლავ დაკარგა ქულები. ცოტა უცნაური მატჩი გამოვიდა ბასკებთან. ნახევარი საათის თავზე, მასპინძლებს ბედმა გაუღიმა, პიკემ ბურთი საჯარიმოში თავის მეკარე ნეტოს მიუგორა, ამას სფერო ფეხებში აებლანდა და იქვე გაჩნდა რიოხა, რომელსაც გატანა არ გასჭირვებია.

მეორე ტაიმი სარბძოლო შტურმს დაემსგავსა სტუმართა მხრიდან. მალე მასპინძლები კაცნაკლულიც დარჩნენ და პირველ პლანზე მათი მეკრე ფერნანდო პაჩეკო გამოვიდა. ჩინებულად გაირჯა. მხოლოდ გრიზმანს გაატანინა, დანარენი არა-ერთი ხიფათი კი აარიდა თანაგუნდელებს. მესიმ და გრიზმანმა თითოც შეაგდეს, მაგრამ თამაშგარე დაუფიქსირდათ. 1:1 და კუმანის გუნდი მე-12 ადგილზეა.

ჟოაუ ფელიშს „ოსასუნასთან“ ჰეთ თრიქის შესრულება შეეძლო, ორი კი გაიტანა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში პენალტი გააცუდა, ძელს მოარტყა ბურთი. საერთოდ, „ატლეტიკომ“ რაღაც ორგვაროვანი შთაბეჭდილება დატოვა, ერთი მხრივ აჯობა მეტოქეს. მეირე მხრივ კი 2:0-ზე თითქოს დაკმაყოფილდა, მოეშვა, ერთი საპასუხო გოლიც მიიღო და ემოციური დამრიგებელი, დიეგო სიმეონეც გვარიანად ანერვიულა.

არგენტინელმა სპეციალისტმა ამჯერად ლუის სუარესი დაასვენა.

„სევილიაამ“ ზედიზედ მესამე მატჩი წააგო პრიმერაში და ცხრილში მე-15 ადგილზე დადგა.

ესპანეთი

პრიმერა. 8 ტური. 31 ოქტომბერი

რეალი - უესკა 4:1

მადრიდი. „ალფრედო დი სტეფანო.“

1:0 აზარი (30), 2:0 ბენზემა (45), 3:0 ვალვერდე (54), 3:1 ფერეირო (75), 4:1 ბენზემა (90)

რეალი: კურტუა, მარსელო, რამოსი, მილიტაო, ვასკესი (მენდი 52), ვალვერდე (ისკო 60), მოდრიჩი, აზარი (ვინისიუსი 60), ასენსიო (როდრიგო 60), კაზემირო (კროოსი 69), ბენზემა

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

უესკა: ფერნანდესი, ლუიზინიო (სილვა 84), სიოვასი, პულიდო, მაფეო, ონტივეროსი (გალანი 46), მოსკერა, ნვაკალი (რამიერსი 57), გარსია (ვალდერამა 57), გომესი (ფერეირო 46), მირი

მწვრთნელი: მიჩელი

მსაჯი: გონსალეს ფუერტესი

გაფრთხილება: სიოვასი (79), რამირესი (88)

ალავესი - ბარსელონა 1:1

ვიტორია გასტეისი. „მენდისოროსა.“

1:0 რიოხა (31), 1:1 გრიზმანი (63)

ალავესი: პაჩეკო, მენდესი (ტავარეში 58), ნავარო (აგირეგაბირია 41), ლაგუარდია, ლეჟენი, დუარტე, ბატალია, პინა (მარინი 72), ხოტა, რიოხა (გარსია 72), დეივერსონი (ხოსელუ 570

მწვრთნელი: პაბლო მაჩინი

ბარსელონა: ნეტო, რობერტო, პიკე, ლანგლე (პედრი 46), ალბა (დესტი 69), ბუსკეტსი (პიანიჩი 46), დე იონგი, დემბელე (ტრინკანი 46), გრიზმანი, ფატი (ბრეიტვეიტი 78), მესი

მწვრთნელი: რონალდ კუმანი

მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

გაფრთხილება: ხოტა (15), დეივერსონი (22), დუარტე (87); მესი (39), ლანგლე (44), ბუსკეტსი (44)

გაძევება: ხოტა (62)

ოსასუნა - ატლეტიკო 1:3

პამპლონა. „ელ სადარი.“

0:1, 0:2 ფელიში (43 პენ, 69), 1:2 ბუდიმირი (80), 1:3 ტორეირა (88)

48-ე წუთზე ფელიშმა ვერ გაიტანა პენალტი (ძელი)

ოსასუნა: ერერა, პერესი, უნაი გარსია, დავიდ გარსია, რონკალია (ვიდალი 85), ხონი (ტორესი 68), ოიერი (ტორო 59), მონკაიოლა, რუბენ გარსია, ლოპესი (ბუდიმირი 68), გალიეგო (ბარახა 68)

მწვრთნელი: არასატე

ატლეტიკო: ობლაკი, ერმოსო, ხიმენესი, სავიჩი, ტრიპიერი, ვიტოლო (ფელიპე 90), ერერა, კოკე, ლიორენტე, ფელიში (ტორეირა 85), კორეა (ლემარი 87)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: ხავიერ ფერნანდესი

გაფრთხილება: ერერა (42); კოკე (72)

ბილბაო - სევილია 2:1

0:1 ენ ნესირი (9), 1:1 მუნიაინი (76), 2:1 სანსეტი (86)

0.118957