საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსის ტურნირზე პირველ შეხვედრას გერმანელი ჟან-ლენარ შტრუფის წინააღმდეგ გამართავს.
ეს ჩოგბურთელები აქამდე ერთმანეთს 5-ჯერ შეხვედრიან, საიდანაც 3 მატჩში შტრუფმა მოიგო. მათ შორის ბოლო ორი, 2020 წელს. ბასილაშვილმა კი მისი დამარცხება 2016 და 2019 წლებში მოახერხა.
შტრუფი ამჟამად ATP-ის რეიტინგში 34-ე ადგილზეა, ხოლო ნიკოლოზ ბასილაშვილი 36-ე პოზიციას იკავებს. ქართველ ჩოგბურთელს წარუმატებელი სერია აქვს და ბოლო 9 თამაში ზედიზედ წააგო. ბასილაშვილისა და შტრუფის დაპირისპირება 2 ნოემბერს, თბილისის დროით 13:00 საათზეა ჩანიშნული.