ფეხბურთი

22:18 | 31.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

„სევილიამ“ ზედიზედ მესამე მატჩი წააგო

ბილბაოში, „სან მამესის“ სტადიონზე, დამთავრდა პრიმერა დივიზიონის მე-8 ტურის მატჩი ადგილობრივ „ატლეტიკსა“ და „სევილიას“ შორის.

მე-9 წუთზე იუსეფ ენ-ნესირიმ დააწინაურა სტუმრები. თუმცა, ანდალუსიელებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. ბოლოსკენ მასპინძლებმა არა მხოლოდ გაათანაბრეს ანგარიში, არამედ გაიმარჯვეს კიდეც.

საპასუხო ბურთი 73-ე წუთზე იკერ მუნიაინმა გაიტანა, 86-ზე კი ოაინ სანსეტმა გამარჯვების მომტანი გოლი შეაგდო.

ამრიგად, „სევილია“ ზედიზედ მესამედ დამარცხდა პრიმერაში და ცხრილში მე-14 დგილზე დგას.

0.11396