ფეხბურთი

21:52 | 30.10.2020 | ნანახია NaN - ჯერ

ფლიკი: "ვიმედოვნებ ალაბა "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი იმედოვნებს, რომ დავიდ ალაბა კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ავსტრიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს გერმანელებთან ხელშეკრულება 2021 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული და შემდეგ წელს კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

28 წლის ფეხბურთელი "ბაიერნში" 2008 წლიდან იმყოფება. მხარეებს შორის მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი აქამდე ჩაიშალა და შეთანხმებას ვერ აღწევენ. გერმანელებს შანსი აქვთ ზამთარში ფეხბურთელი გაყიდონ და ფინანსური სარგებელი ნახონ.

"ვიმედოვნებ, ალაბა კლუბთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს, რადგან დავიდმა იცის თუ როგორი სიტუაციაა კლუბში. გუნდში კარგი ატმოსფეროა და წარმატებულად ვთამაშობთ. ესაა კლუბი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. ალაბა აღნიშნულ სიტუაციაზე ფიქრობს, თუმცა ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. ვიმედოვნებ, რომ იგი დარჩება, თუმცა ეს უპირველეს ყოვლისა მისი გადასაწყვეტია." - განაცხადა ფლიკმა პრესკონფერენციაზე.

ალაბამ წლების განმავლობაში "ბაიერნის" მაისურით 393 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 31 გოლი და 49 საგოლე გადაცემა შეასრულა. დავიდმა "რეკორდმაისტერის" შემადგენლობაში ბუნდესლიგა ცხრაჯერ მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგა - ორჯერ.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:27 | 30.06.2013
soso1986 (490)

დინამოოოოოოოოოოოოო ცოტა გამოცოცხლდი ტრანსფერებზე ... მიკოლი ითრირტ მიკოლიიიიიი

10:08 | 30.06.2013
radeon (310)

დინამო ოცნება უნდა აგვისრულო

09:34 | 30.06.2013
man-ika (4159)

ის კაცი დფაიკარგა ლადო 94 სიახლეებს წერდა ხოლმე დიანმოზე

09:33 | 30.06.2013
man-ika (4159)

და არავის იმატებნ? კარგი ეს ჩისკო მეორე ფორვარდად ზამენა მაინც არ უნდა ყავდეს. ან კიდევ დამდგარ დაცვას ესენი გოლს ვერ გაუტანენ არც ჩისკოა ტარანისებრი ფორვარდი და არც დვალი, ორივე ტეხნიკაზე აკეთებენ აქცენტს დიანმოდ კი კაი მუტრუკი ფორვარდიც უნდა რო დაცვა გაიტანოს მაღალი ბურთები მოიგოს და სტანდარტბზე იბრძოლოს მცველებთAნ

02:15 | 30.06.2013
giorgi00011 (395)

მალე
ცამოვალ დინამო და რამოდენიმე თვე ვივლი თამაშებზე აუცილებლადსანამ მანდ ვიქნები ((

01:49 | 30.06.2013
ხარაკირი (7091)

მიყვარს ამდენი სტატია როა დინამოზე
მაგრამ სუყველა ვიცოდი გულს მაინც უხარია

01:52 | 30.06.2013
Dinamo T.B (425)

01:43 | 30.06.2013
Gio Rijvadze (2474)

AU TBILISSHI RATO AR VCXOVROB RAA.....
YVEL AMATCHZE VIQNEBI TQVENI FANI BICHEBO...

GTXOVT YVELA MIDI DA UBALEISHCHIKET DINAMOS SADAA RUSEBIS MOSAGEBI TAN MEOMZADEBIT PIRVELI MATCHISATVIS IMEDIA WELS BEVR WARMAATEBAS MIVAGWEVS

DINAMO DINAMO DINAMO!!!!
GLADIATOR...!!!

0.064202