ფეხბურთი

20:26 | 30.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა ბარსელონაში დაბრუნდებაზე: "მანჩესტერ სიტიში" თავს ბედნიერად ვგრძნობ"

ესპანელმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "მანჩესტერ სიტიში" რაც შეიძლება დიდი ხნით დარჩენა სურს. გვარდიოლას "ქალაქელებთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ჯერჯერობით უცნობია მიმდინარეობს თუ არა მხარეებს შორის მოლაპარაკება ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე.

ასევე, "ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნები ვიქტორ ფონტი მიიღებს მონაწილეობას და კანდიდატმა გვარდიოლას "ბარსელონაში" დაბრუნების სურვილი გამოთქვა. ესპანელმა "ბლაუგრანაში" მუშაობის პერიოდში გუნდს ორჯერ მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა.

ფონტისთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პეპ გვარდიოლამ პრესკონფერენზიაზე შემდეგი სახის განცხადება გააკეთა: "წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ აქ. მოხარული, ვარ რომ მანჩესტერში ვცხოვრობ და ვიმედოვნებ საქმეს კარგად შევასრულებ, რათა კლუბში კიდევ დიდი ხნით დავრჩე."

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115766