უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპა ლიგის მეორე ტურის მატჩების შემდეგ სიმბოლური ნაკრები შეადგინა. საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ერთზე მეტი წარმომადგენელი არცერთ გუნდს ჰყავს.
უეფას ვებგვერდის ინფორმაციით, სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: გუსტავო ბუსატო (ცსკა-სოფია)
მცველები: დიოგო დალოტი ("მილანი"), ჟერემი ჟელინი ("ანტვერპი"), სტიან გრეგერსონი ("მიოლდე"), ბორნა ბარიშიჩი ("რეინჯერსი");
ნახევარმცველები: პიცი ("ბენფიკა"), მიხაელ ლიენდლი ("ვოლფსბერგერი"), ჯო უილოკი ("არსენალი");
თავდამსხმელები: ელ ფარდუ ბენ ნაბუანი ("ცრვენა ზვეზდა"), ელვის მანუ ("ლუდოგორეცი"), მოჰამედ ელიუნოუსი ("სელტიკი");