ფეხბურთი

15:43 | 30.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვან დეიკს ოპერაცია ჩაუტარდა

ინგლსიური „ლივერპულის“ მცველ ვირჯილ ვან დეიკს ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც „წითლების“ ვებგვერდი იტყობინა, მუხლზე ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა.

ჯერჯერობით ისევ არაა ცნობილი ვან დეიკის მოედანზე დაახლოებით დაბრუნების თარიღი. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ის მინიმუმ გაზაფხულამდე იუქმებს და შესაძლოა მოედანს მიმდინარე სეზონში ვეღარც დაუბრუნდეს.

შეგახსენებთ, ვან დეიკმა მძიმე ტრავმა „ევერტონთან“ მატჩში მიიღო, როდესაც მის წინააღმდეგ ჯორდან პიკფორდმა იუხეშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113684