ფეხბურთი

11:42 | 30.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუმ შესაძლოა "რეალთან" ვერ ითამაშოს

მილანის „ინტერის“ თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ ტრავმირებულია. როგორც „ნერაძურის“ ვებგვერდი იტყობინება, ბელგიელ ფეხბურთელს კუნთის დაზიანება აქვს.

ტრავმა სერიოზული არაა, მაგრამ შაბათს, „პარმასთან“ მატჩი ნამდვილად გაუცდება. ამასთან, კითხვის ნიშნის ქვეშაა მისი თამაში ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში მილანის „ინტერის“ წინააღმდეგ.

მიმდინარე სეზონი ლუკაკუმ შესანიშნავად დაიწყო და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 7 მატჩში 7 გოლის გატანა მოახერხა.

0.138147