ფეხბურთი

20:40 | 29.10.2020 | ნანახია NaN - ჯერ

ლამპარდი: "მესი თუ რონალდუ? ეს საშინელი კითხვაა!"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელ ფრენკ ლამპარდს ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის არჩევანის გაკეთება სთხოვეს. ინგლისელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ეს საშინელი კითხვაა.

„მესი თუ რონალდუ? ეს საშინელი კითხვაა! მესის ავირჩევ ბუნებრივი ნიჭის გამო, მაგრამ ის, რასაც რონალდუმ მიაღწია, აბსოლუტურად წარმოუდგენელია“, - თქვა ლამპარდმა.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ რონალდუმ ორი მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა, ხოლო მესიმ 7 შეხვედრაში თავი ასევე სამჯერ გამოიჩინა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:47 | 06.03.2023
KoRBeN DaLLaS (24842)

ბოლო ერთი წელი მახარებს და მაიმედებს.
პირველ რიგში იმიტომ რომ ორი უმნიშვნელოვანესი ტესტი მოიგეს ბიჭებმა.
თან უკვე შესამჩნევია რომ გუნდი უფრო მრავალფეროვანია და გამოვფხიზლდით შერკინებაზე დამოკიდებულებისგან, ამ იდიოტური "ხიბლისგან", როცა იმით ვიღებდით სიამოვნებას, თუ როგორ ხნავდა მინდორს ჩვენი ღიპიანი წინახაზი )) და შედეგი კი - 0.

19:30 | 05.03.2023
გუსანი (746)

ვულოცავ ბიჭებს, თუმცა რეიტინგიდან გამომდინარე მოსალოდნელი გამარჯვებაა, რასაც ვერ ვიტყვი თამაშის ხარისხზე, ასე პორტუგალიასთან ვეღარ გავძვრებით, იმედია დაგეგმილი ,,მოშვებული" თამაში იყო, ფინალს სხვანაირად მოტივირებული და რაც მთავარია დისციპლინით ითამაშებენ, ბიჭებო თამასა არ დაწიოდ, გამარჯვებები...

0.06847