ფეხბურთი

18:27 | 29.10.2020 | ნანახია NaN - ჯერ

ვიერი: "მესი ფეხბურთის ჰარი პოტერია, "ბარსელონას" შეუძლია დაუმარცხებელი გუნდი გახდეს

იტალიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი კრისტიან ვიერი „იუვენტუსთან“ „ბარსელონასა“ და ლიონელ მესის თამაშით აღფრთოვანებული დარჩა. „ბობოს“ აზრით, მესი ფეხბურთის ჰარი პოტერია, „ბარსას“ კი შეუძლია დაუმარცხებელი გუნდი გახდეს.

„მესი ჯადოქარია. ის არის ფეხბურთის ჰარი პოტერი. როდესაც კარიერას დაასრულებს, ტელევიზორს გადავაგდებ, აღარ ვიმუშავებ ტელევიზიაში, მხოლოდ Netflix-ს ვუყურებ, იმიტომ, რომ ლეოს წასვლის შემდეგ სანახავი არაფერი იქნება.

არ ვიცი, როგორ წააგო „ბარსელონამ“ „რეალთან“, მაგრამ „იუვენტუსის“ წინააღმდეგ რაც ვნახეთ, თუ ასე ითამაშებენ, წელს ვერავინ დაამარცხებთ. სამწუხაროა, რომ გულშემატკივარი თამაშზე არ იყო, ასეთ მატჩებში ფანებს მესის ყურების შანსი უნდა ჰქონდეთ“, - თქვა ვიერიმ.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:29 | 29.09.2018
kakhaberry (2630)

თუ პირიქით, ადრე, ავირიე :დდდ

მოკლედ დილის თამაშები ადრე დაიწყონ, საღამოსი გვიან :დდ

13:27 | 29.09.2018
kakhaberry (2630)

და ამათმაც დროის გადაწევის გარეშე 1 საათით გვიან დაიწყონ ასპარეზობები, იგივე არ გამოვა? ))

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062376