ფეხბურთი

17:50 | 29.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

სარი მზადაა კომპენსაციაზე უარი თქვას და "იუვესთან" ხელშეკრულება გაწყვიტოს

მაურიციო სარი მზადაა „იუვენტუსთან“ არსებული ხელშეკრულება გაწყვიტოს და კომპენსაციაზე უარი თქვას, რომ სხვა კლუბების შეთავაზებები მიიღოს.

61 წლის სპეციალისტი „იუვედან“ აგვისტოში გაუშვეს, მაგრამ კლუბთან კონტრაქტი ისევ აკავშირებს, რის გამოც მას სხვა გუნდში დასაქმება არ შეუძლია. ტურინელებს მისთვის კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ კომპენსაციის გადახდა არ სუთ და ამიტომ, სარი მზადაა დათმობაზე წავიდეს.

როგორც იტალიური მედია წერს, გამოცდილ სპეციალისტს ფლორენციის „ფიორენტინა“ იწვევს.

სარიმ „იუვენტუსში“ ერთი სეზონი იმუშავა, გუნდს სკუდეტო მოაგებინა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ლიონთან“ მარცხი არ აპატიეს და სამსახურიდან გაუშვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116039