ფეხბურთი

17:01 | 29.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა სალუქვაძე: "კვარაცხელიზე ნიჭიერი ფეხბურთელი არც საქართველოშია და არც რუსეთში"

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ყოფილმა მცველმა ლაშა სალუქვაძემ რუსულ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ვეტერანი ფეხბურთელის განცხადებით, ასეთი ნიჭიერი არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთშიც არაა.

„კვარაცხელია ძალიან ნიჭიერი ბიჭია. ვფიქრობ, ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რუსეთშიც არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთს ძალიან პროფესიონალურად ეკიდება. ყველა ახალგაზრდაზე ამას ვერ ვიტყვით. მაგალითად, ბაზაზე ცხოვრობს, სასიამოვნო ახალგაზრდაა ჩვეულებრივ კომუნიკაციაშიც. ყველაფერი აქვს მაღალ დონეზე სათამაშოდ.

საქართველოში მას ძალიან აფასებენ, პირადი გულშემატკივრებიც ბევრი ჰყავს. თუმცა, საქართველოში არა მხოლოდ მას, არამედ დავითაშვილსაც აკვირდებიან. ყველაფერი წინ აქვს. ეს შემთხვევითი არაა, ბოლო წლებში ბევრი ახალი ბაზა და სტადიონი აშენდა, ფედერაციამ დაიწყო მუუშაობა ფეხბურთელთა განათლებაზე და პირველი შედეგებიც ჩანს. დავითაშვილისა და ხვიჩას გარდა, არის ჩაკვეტაძე, რომელიც ბელგიაში თამაშობს“, - თქვა სალუქვაძემ.

შეგახსენებთ, ლაშა სალუქვაძე „რუბინის“ შემადგენლობაში ორჯერ რუსეთის ჩემპიონი გახდა. ხვიჩა კვარაცხელიას რაც შეეხება, მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში 12 მატჩში 2 გოლი, 1 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი მიითვალა.

0.124433