ფეხბურთი

15:25 | 29.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

მოიზე კინმა ჩემპიონთა ლიგაზე ალესანდრო დელ პიეროს მიღწევა გააუმჯობესა

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა მოიზე კინმა ჩემპიონთა ლიგაზე ალესანდრო დელ პიეროს მიღწევა დაამხო. თურქულ „ბაშაკშეჰირთან“ (2:0) ახალგაზრდა შემტევმა ჩემპიონთა ლიგის მატჩში პირველად ითამაშა ძირითად შემადგენლობაში და დუბლი შეასრულა.

შედეგად, კინი გახდა ყველაზე ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ძირითად შემადგენლობაში სადებიუტო თამაშში გოლი გაიტანა - 20 წლის და 234 დღის.

აქამდე ეს მიღწევა ალესანდრო დელ პიეროს ეკუთვნოდა, რომელმაც 1995 წელს დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ჩემპიონთა ლიგაზე ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა და გოლიც გაიტანა - 20 წლის და 308 დღის ასაკში.

შეგახსენებთ, რომ კინი „იუვენტუსის“ აკადემიის აღზრდილია. მას ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი სწორედ ტურინელთა რიგებში ჰქონდა, მაგრამ ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირში ძირითადში არასდროს ყოფილა და მხოლოდ შეცვლაზე თამაშობდა.

0.108651