ფეხბურთი

10:51 | 29.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი ნეიმარის ტრავმის შესახებ

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი, ჟურნალისტებს „ბაშაკშეჰირთან“ ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის მატჩში (2:0) დაშავებული ნეიმარის შესახებ ესაუბრა.

„ისევ კუნთის პრობლემა აქვს. იძულებულნი ვიყავით შეგვეცვალა. დიდი ტკივილი არ ჰქონია, მაგრამ თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა. ახლა ექიმების დიაგნოზს უნდა დაველოდოთ. ვიმედოვნებ, სერიოზული არაფერია, თუმცა მჭიდრო გრაფიკის გამო, შესაძლოა, რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწიოს.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Goal.

ნეიმარი შეხვედრის 26-ე წუთზე შეცვალეს. მის მაგიერ მინდორზე პაბლო სარაბია გავიდა.

0.13089