თამაშგარე

11:25 | 29.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ილიჩიჩი ალკოჰოლს ეძალება

ალბათ გახსოვთ, რომ ამ ორი თვის წინ ბერგამოს “ატალანტას“ სლოვენიელ შემტევ იოსიპ ილიჩიჩს თუ რაოდენ რთული ოჯახური პრობლემის წინაშე მოუწია დადგომა. საკუთარ სახლში ცოლთან ერთად მოკოტრიალე საყვარლის ხილვის შემდეგ ფსიქოლოგიური სტრესის გადალახვას ბევრი ადამიანი საერთოდ ვერ ახერხებს.

ეს ამბავი განსაკუთრებულა ძვირად დაუჯდა იტალიურ კლუბს (მოგეხსენებათ ბერგამოს “ატალანტა“ ნამდვილად არაა განებივრებული გრძელი სათადარიგოთა სკამით) რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე თავისი ერთ-ერთი მთავარი მეგოლე მოისაკლისა და ევროპის უმთავრეს საფეხბურთო საკლუბო ტურნირსაც გამოეთიშა

როგორც იტალიის ბულვარული მედია იუწყება, ილიჩიჩი უკვე დაუბრუნდა ჩვეულ ცხოვრებას და რამდენიმე დღის წინ მეგობრებთან ერთად მილანის-ერთ ერთ რესტორანში გვარიანად შეზარხოშებული და კარგ ხასიათზე მყოფიც იხილეს. თუმცა, კარგ ხასიათზე ყოფნა პრობლემის დაძლევით იყო განპირობებებული თუ ალკოჰოლის ცხოველმოქმედებით - ამის დაზუსტებით თქმა რასაკვირველია ძალიან რთულია.

0.133217