ფეხბურთი

2:22 | 29.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა; ალVARო და უსუსური "იუვე"

ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ტურიც დასრულდა, რომლის ცენტრალურ შეხვედრას ტურინმა უმასპინძლა. G ჯგუფში „იუვენტუსმა“ „ბარსელონას“ უმასპინძლა და უშანსოდ წააგო. ორივე გუნდი გარდაქმნის პერიოდში ან შეიძლება ითქვას, კრიზისშიც, მაგრამ გამოჩნდა, რომ ანდრეა პირლოს „იუვენტუსი“ ძალიან შორსაა მაღალი დონის ფეხბურთისგან.

„ბარსელონამ“ გაილაღა, რასაც უნდოდათ იმას აკეთებდნენ სტუმართა ნახევარმცველები და შემტევები. შემთხვევითი სულაც არ არის, რომ „იუვეს“ კარის ჩარჩოში საერთოდ არ დაუტყამს და ძალიან მძიმე, უიმედო, უკლასო, უმოტოვაციო გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. უფრო მეტიც, ანგარიშის სხვაობა გაცილებით დიდი უნდა ყოფილიყო, თანაც ძალიან, მაგრამ „ბარსას“ შემტევები დამაგვირგვინებელ ფაზაში ძალიან სცოდავდნენ.

ანგარიშის გახსნა მეორე წუთზე ანტუან გრიზმანს შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა. თუმცა, კატალონელები მალევე დაწინაურდნენ. უსმან დემბელეს გასროლა ფედერიკო კიეზას მოხვდა და კარში ჩაეშვა. „იუვემ“ ერთ წუთში გაათანაბრა, მაგრამ ალვარო მორატას გოლი თამაშგარის გამო VAR-მა გააუქმა. ესპანელმა კიდევ ერთხელ გაიტანა პირველ ტაიმში და ისევ თამაშგარეში იყო, შესაბამისად, არ ჩაითვალა. მეორე ნახევარის დასაწყისში კი საერთოდაც ჰეთ-თრიქი „შეასრულა“, მაგრამ კვლავ თამაშგარე მდგომარეობის გამო VAR-მა გოლი გააუქმა. სულ ეს იყო, ალვარო მორატას სამი გოლი, მეტი „იუვენტუსს“ წინ არაფერი გაუკეთებია. სხვათა შორის, მორატა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ერთ თამაშში 3 გოლი არ ჩაუთვალეს. მატჩის მიწურულს მერიჰ დემირალი გააძევეს, მერე პენალტი დაინიშნა, რომელიც ლიონელ მესიმ გაიტანა და 2:0. სხვათა შორის, „ბარსელონა“ 2011 წლიდან პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ტურინში კარი ერთზემეტ შეხვედრაში მშრალად შეინახა (2017 წლის ნოემბერშიც 0:0). „ბარსელონამ“ 6 ქულა დააგროვა, „იუვეს“ 3 ქულა დარჩა. ანდრეა პირლოს გუნდში ბევრი პრობლემაა და გამოუცდელი სპეციალისტი ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა, რაც პრინციპში მას აქამდეც უნდა სცოდნოდა.

ამავე ჯგუფის მეორე მატჩში კიევის „დინამო“ სტუმრად „ფერენცვაროშს“ 2:0-ს უგებდა, მაგრამ უნგრელებმა ორივე გოლი გაქვითეს ქულა მოიპოვეს. 86-ე წუთიდან ითამაშა ლაშა დვალმა და მისმა გუნდმა მეორე გოლი მისი მოედანზე გამოსვლის შემდეგ გაიტანა.

ლონდონის „ჩელსიმ“ და „სევილიამ“ პირველ ტურში ერთმანეთში უგოლო ფრის შემდეგ გამარჯვებებიც მოიპოვეს. ესპანელები შინ უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ „რენთან“ და მინიმალური ანგარიშით მოგებას დასჯერდნენ, ხოლო „ჩელსიმ“ სტუმრად „კრასნოდარი“ 4:0 გააცამტვერა.

კიდევ უფრო შთამბეჭდავად ითამაშა „მანჩესტერ იუნაიტედმა“, რომელმაც საკუთარ მოედანზე შარშანდელი ნახევარფინალისტი და ამბიციური „ლაიფციგი“ 5:0 გაანადგურა. ბრწყინვალე იყო მარკუს რაშფორდი, რომელიც შეცვალზე ჩაერთო თამაშში და ჰეთ-თრიქი გაიფორმა, პირველი ინგლისური გუნდის მაისურით. ამავე ჯგუფში „პარი სენ ჟერმენმა“ მეორე ტაიმში გატეხა თურქული „ბაშაკშეჰირი“და მოიზე კინის დუბლით აჯობა - 2:0. სხვათა შორის, კინი ყველაზე ახალგაზრდა იტალიელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ძირითადი შემადგენლობიდან დაწყებულ პირველივე მატჩში გოლი გაიტანა და მან ალესანდრო დელ პიეროს 1995 წელს მიღწეული შედეგი გააუმჯობესა.

დორტმუნდის „ბორუსიას“ „ზენიტი“ დიდხანს უძალიანდებოდა, მაგრამ გერმანელთა მასირებულ იერიშებს რუსებმა ვერ გაუძლეს და ბოლო 12 წუთში ჯეიდონ სანჩომ და ერლინგ ჰოლანდმა გერმანულ გუნდს მიმდინარე ტურნირზე პირველი ქულები მოუტანეს. რომის „ლაციო“ კი ბელგიაში „ბრიუგეს“ განახევრებული შემადგენლობით ესტუმრა, უგებდა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ ფრეს დასჯერდა (1:1). ჯგუფში დაძაბული ვითარებაა, „ლაციოს“ და „ბრიუგეს“ 4-4 ქულა აქვთ, „დორტმუნდს“ 3, ხოლო „ზენიტი“ უქულოდ ბოლო ადგილზეა.

E ჯგუფი

„კრასნოდარი“ – „ჩელსი“ 0:4 (0:1)

კრასნოდარი, „კრასნოდარ არენა:

„კრასნოდარი“ (4-2-3-1): საფონოვი; სმოლნიკოვი, მარტინოვიჩი, კაიო, ჩერნოვი; უტკინი (სულეიმანოვი 74), ვილენა; ოლსონი (სპერტსიანი 82), გაზინსკი, რამირესი; ბერგი (საბუა 87)

მწვრთნელი: მურად მუსაევი

„ჩელსი“ (4-2-3-1): მენდი; ზუმა, რუდიგერი, ასპილიკუეტა, ჩილველი (ემერსონი 81); ჟორჟინიო (კანტე 71), კოვაჩიჩი (პულიშიჩი 71); ზიეჩი (აბრაჰამი 81), ჰავერტცი, ჰადსონ-ოდოი (მოუნთი 71); ვერნერი

მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

გოლები: 0:1 ჰადსონ-ოდოი (37), 0:2 ვერნერი (76, პენ), 0:3 ზიეჩი (80), 0:4 პულიშიჩი (90)

გაფრთხილება: ოლსონი (22), მარტინოვიჩი (75)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11(4) – 11 (8) ბურთის ფლობა: 33%-67% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: ალი პალაბიაკი (თურქეთი)

„სევილია“ – „რენი“ 1:0 (0:0)

სევილია, „სანჩეს პისხუანი“

„სევილია“ (4-3-3): ბონო; ნავასი, კუნდე, კარლოსი, აკუნია; ჯორდანი (გუდელი 89), ფერნანდო, ტორესი (რაკიტიჩი 76); ოკამპოსი, დე იონგი (ენ-ნესრი 85), ელ ჰადადი (ვასკესი 85)

მწვრთნელი: ხულე ლოპეტეგი

„რენი“ (4-3-3): გომისი; სოპი (დალბერტი 77), და სილვა, რუგანი (აგუერი 17), ტრაორე; გრენიე (დელ კასტილიო 77), მარტინი, ბურიგო (სილიკი 49); დოკუ, ჟირასი, ტერიე

მწვრთნელი: ჟულიენ სტეფენი

გოლი: 1:0 დე იონგი (58)

გაფრთხილება: ტორესი (31), აკუნია (53) - სილიკი (58), მარტინი (62), და სილვა (87)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 18 (8) – 2 (2) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 11:0 თამაშგარე: 6:0

მსაჯი: ჯიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

F ჯგუფი

„დორტმუნდი“ – „ზენიტი“ 2:0 (0:0)

დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“

„დორტმუნდი“ (4-2-3-1): ბიურკი; მუნიე, აკანჯი, ჰუმელსი, გერეირო; დაუდი (აზარი 67), ვიტსელი; სანჩო (დელანი 84), როისი (ბრანდტი 74), რეინა (ბელინგემი 84); ჰოლანდი

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

„ზენიტი“ (4-1-4-1): კურჟაკოვი; კარავაევი, ლოვრენი, რაკიცკი, სანტოსი; ბარიოსი (სუტომინი 81); იეროხინი, კუზიაევი (ოზდოევი 71), ვენდელი, დრიუსი (ჟირკოვი 74); ძიუბა (მოსტოვოი 46)

მწვრთნელი: სერგეი სემაკი

გოლები: 1:0 სანჩო (78, პენ), 2:0 ჰოლანდი (90)

გაფრთხილება: კუზიაევი (26), კარავაევი (78)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 2 (0) ბურთის ფლობა: 65%-35% კუთხურები: 8:1 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ნიდერლანდები)

„ბრიუგე“ – „ლაციო“ 1:1 (1:1)

ბრიუგე, „იან ბრეიდელი“

„ბრიუგე“ (3-5-2): მინოლე; მატა, კოსუნუ, დელი; დიატა, ვორმერი, ტიცი, ვანაკენი, სობოლო; დე კეტელარე (ლანგი 84), დენისი (კრმენჩიკი 88)

მწვრთნელი: ფილიპე კლემენი

„ლაციო“ (3-5-2): რეინა; პატრიკი (პერეირა 46), ჰუდტი, აჩერბი; მარუშიჩი, აკპა-აკპრო, პაროლო, მილინკოვიჩ-სავიჩი, ფარესი (მურიქი 56); კორეა, კაისედო (კშიზი 69)

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

გოლები: 0:1 კორეა (14), 1:1 ვანაკენი (42, პენ)

გაფრთხილება: დიატა (32), დენისი (69), რიცი (88) - ფარესი (35), პატრიკი (41), ჰუდტი (45), აკპა-აკპრო (59), კშიზი (76)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (3) – 7 (3) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 7:2 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)

G ჯგუფი

„ფერენცვაროში“ – „დინამო კიევი“ 2:2 (0:2)

ბუდაპეშტი, „გრუპამა არენა“

„ფერენცვაროში“ (4-3-3): დიბუში; ლოვრენშიში (ბოტკა 86), ბლაჟიჩი, კოვაჩევიჩი (დვალი 86), ჰეისტერი; სომალია, სიგერი (მაკი 74), ხარატინი (ლაიდური 65); ზუბკოვი, ისაელი (ბოლი 73), ნგუენი

მწვრთნელი: სერგეი რებროვი

„დინამო კიევი“ (4-3-3): ბოიკო; კედზიორა, ზაბარნი, პოპოვი, კარავაევი; ბუიალსკი (ჰარმაში 82), სიდორჩუკი, შაპარენკო (ბალუტცი 89); ციგანკოვი (როდრიგესი 90), სურპიაჰა (ვერბიჩი 90), დე პენა

მწვრთნელი: მირჩა ლუჩესკუ

გოლები: 0:1 ციგანკოვი (28, პენ), 0:2 დე პენა (41), 1:2 ნგუენი, 2:2 ბოლი (90)

გაფრთხილება: სომელია (12), ჰეისტერი (21), ხარატინი (26), ლაიდუნი (72), ნგუენი (72) - სიდორჩუკი (53, 86), ბუიალსკი (76)

გაძევება: სიდორჩუკი (86)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (4) – 4 (3) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: ივან კრუჟლიაკი (სლოვენია)

„იუვენტუსი“ – „ბარსელონა“ 0:2 (0:1)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-2-3-1): შჩესნი; კუადრადო, დემირალი, ბონუჩი, დანილო; ბენტანკური (არტური 83), რაბიო (ბერნარდესკი 83); კულუშევსკი (მაკკენი 75), დიბალა, კიეზა; მორატა

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

„ბარსელონა“ (4-2-3-1): ნეტო; სერხი რობერტო, არაუხო (ბუსკეტსი 46), ლენგლე, ალბა; პიანიჩი, დე იონგი; დემბელე (ანსუ ფატი 67), მესი, პედრი (ბრაითვაითი 90); გრიზმანი (ფირპო 89)

მწვრთნელი: რონალდ კუმანი

გოლები: 0:1 დემბელე (14), 0:2 მესი (90, პენ)

გაფრთხილება: კულუშევსკი (45), დემირალი (70,85), კუადრადო (74) - სერხი რობერტო (60)

გაძევება: დემირალი (85)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (0) – 10 (5) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 1:4 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: დენი მაკელიე (ნიდერლანდები)

H ჯგუფი

„ბაშაკშეჰირი“ – „პარი სენ ჟერმენი“ 0:2 (0:0)

სტამბოლი, „ფათიჰ თერიმ სთედიუმი“

„ბაშაკშეჰირი“ (4-3-3): გიუნოკი; რაფაელი, შკრტელი, ეპურანუ, მბომბო (ალი კალდირიმი 63); ოზჯანი, ტოპალი (ბა 68), კაჰვეჯი; ვისჩა, ჩრიველი (ჯულიანო 81), ტურუჩი (ალეკსიჩი 81)

მწვრთნელი: ოკან ბურუკი

„პარისენ ჟერმენი“ (4-2-3-1): ნავასი; ფლორენცი (კერერი 73), დანილო, კიმპემბე, კურზავა (ბაკერი 87); მარკინიოსი, ერერა (გეიე 87); დი მარია (რაფინია 73), ნეიმარი (სარაბია 26), მბაპე; კინი

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლები: 0:1 კინი (64), 0:2 კინი (79)

გაფრთხილება: ჩრიველი (2), ეპურანუ (49), ტოპალი (54) - კერერი (83)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (4) – 13 (4) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: ანდრეას ეკბერგი (შვედეთი)

„მანჩესტერი“ – „ლაიფციგი“ 5:0 (1:0)

მანჩესტერი, „ოლდ ტრაფორდი“

„მანჩესტერი“ (4-2-3-1): დე ხეა; ლინდელოფი, მაგუაირი, ვან-ბისაკა (ტუანზებე 81), შოუ; მატიჩი (მაკტომინეი 63), ფრედი; ვან დე ბეეკი (ბრუნო ფერნანდეში 68), გრინვუდი (რაშფორდი 63), პოგბა (კავანი 81); მარსიალი

მწვრთნელი: ოლე გუნარ სულშერი

„ლაიფციგი“ (4-5-1): გულაშჩი; ჰალსტენბერგი, ჰენრიხსი (ზაბიცერი 63), კონატე, უპამეკანო; ანხელინო, ნკუნკუ (სორლოთი 66), ოლმო, კამპლი (კლუივერტი 75), ფორსბერგი; პოულსენი

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

გოლები: 1:0 გრინვუდი (21), 2:0 რაშფორდი (76), 3:0 რაშფორდი (78), 4:0 მარსიალი (87, პენ), 5:0 რაშფორდი (90)

გაფრთხილება: მატიჩი (34) - ჰენრიხსი (46), კლუივერტი (77), ზაბიცერი (86)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (8) – 5 (2) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 2:5 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია)

0.150419