ფეხბურთი

20:51 | 28.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" საპპრეზიდენტო არჩევნები 2020 წელს არ გაიმართება

"ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წელს არ გაიმართება. აღნიშნული ინფორმაცია Marca-მ გაავრცელა. კლუბის პრეზიდენტის თანამდებობა გუშინ ხოსეპ მარია ბართომეუმ დატოვა და მისი თანამდებობა დროებით კარლოს ტუსკეტსმა დაიკავა.

"ბლაუგრანას" დროებითმა ხელმძღვანელმა კლუბის ფინანსური ანალიზი უნდა შეისწავლოს და ხელფასების დაკლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. თავად კარლოსი ესპანური გამოცემის ინფორმაციით მომავალ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღეს.

ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია საპრეზიდენტო არჩევნების თარიღზე არ არსებობს, თუმცა Marca იუწყება, რომ იანვარში კლუბს ახალი პრეზიდენტი ეყოლება. თებერვალში ბარსელონაში ადგილობრივი არჩევნები უნდა გაიმართოს და კლუბის ხელმძღვანელობას არ სურს ამავე პერიოდში გაიმართოს საპრეზიდენტო არჩევნები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109889