ინგლისის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ტოტენჰემის" ყოფილმა ფეხბურთელმა პიტერ კრაუჩმა განაცხადა, რომ "მამლების" რიგებში დაბრუნებულ გარეტ ბეილს ფორმაში შესასვლელად დრო სჭირდება.
"ბეილმა უნდა მოუმატოს, თუმცა ის მსოფლიო დონის ფეხბურთელია. ნელ-ნელა ფეხბურთელი ფორმაში შევა და ეს დიდი ბონუსი იქნება "ტოტენჰემისთვის". თუ ასეთი ტიპის ფეხბურთელს თამაში სურს და ვარჯიშებზე ბედნიერია, მაშინ გუნდს ტოპ მოთამაშე დაემატება." - ციტირებს Sky Sports-ი ბეილის სიტყვებს.
გარეტ ბეილი მადრიდის "რეალმა" ლონდონის "ტოტენჰემში" გაანათხოვრა. ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ ორჯერ მოირგო "მამლების" მაისური.