კრიშტიანუ რონალდუ უკვე ორ კვირაზე მეტია კორონავირუსითაა დაინფიცირებული და ამ პერიოდში არაერთი ტესტი გაიკეთა, მაგრამ ყველა შემთხვევაში პასუხი დადებითი აღმოჩნდა.
ბოლო ტესტის პასუხი გუშინ გახდა ცნობილი - ისევ დადებითი. არადა, უარყოფითი რომ ყოფილიყო, „ბარსელონასთან“ დღევანდელ მატჩში ითამაშებდა. კრიშტიანუმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პისიარ ტესტი სისულელეა.
„კარგად და ჯანმრთელად ვარ. Forza Juve! პისიარ (PCR) ტესტი სისულელეა“, - დაწერა რონალდუმ.
საინტერესოა, რომ რონალდუს შემდეგ კორონავირუსი „იუვეს“ ფეხბურთელ ვესტონ მაკკენის დაუდასტურდა, თუმცა ამერიკელი რამდენიმე დღეა გამოჯანმრთელდა, რონალდუ კი ისევ იზოლაციაში რჩება და ლიონელ მესის წინააღდეგ ვერ ითამაშებს. „იუვენტუსი“ – „ბარსელონას“ მატჩი დღეს თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.