მადრიდის „რეალში“ კარიმ ბენზემა ვინისიუს ჟუნიორის წინააღმდეგაა. როგორც RMC Sport-ი იტყობინება, ფრანგმა ფეხბურთელმა „გლადბახთან“ მატჩის შესვენებაზე ფერლან მენდი დაარიგა, რომ ვინისიუსისთვის პასი აღარ მიეცა.
აღნიშნულმა წყარომ „ბორუსია პარკის“ გვირაბში ფრანგი ფეხბურთელების საუბარი გაშიფრა, სადაც ბენზემა მენდის ეუბნება:
„ძმაო, მას პასი აღარ მისცე. დედას გეფიცები, ჩვენს წინააღმდეგ თამაშობს“, - ამბობს კარიმი.
მეორე ტაიმი ვინისიუსმა კიდევ უფრო ცუდად ჩაატარა, ვიდრე პირველი და 70-ე წუთზე ზინედინ ზიდანმა შეცვალა კიდეც. „რეალი“ კი „გლადბახთან“ 87-ე წუთამდე 0:2-ს აგებდა, მაგრამ საბოლოოდ ქულის მოპოვება მაინც შეძლო.