ფეხბურთი

10:25 | 28.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: სუპერდუელი ბევრი პრობლემით

ჩემპიონთა ლიგა ნელ-ნელა ხურდება და დღეს მეორე ტური დაიხურება. დარჩენილ ოთხ ქვეჯგუფში რვა მატჩი გაიმართება. არამარტო დღის, არამედ ტურის ცენტრალური თამაში G ჯგუფშია, სადაც „იუვენტუსი“ „ბარსელონას“ ეთამაშება.

ნათელია, რომ ორივე გუნდში ძალზე სერიოზული პრობლემებია, ახალი მწვრთნელები ახალ იდეებს ნერგავენ, მაგრამ როგორც უნდა იყოს, „იუვე“ – „ბარსას“ მატჩი ყოველთვის საყოველთაო ინტერესის ღირსია.

ორივე გუნდი ამ თამაშს პრობლემებით ხვდება. ეს ეხება, როგორც სათამაშო სისტემას, ისე კადრებს. ცნობისთვის, „იუვენტუსს“ ერთადერთი ჯანმრთელი ცენტრალური მცველი ჰყავს. მატიას დე ლიხტი, ჯორჯო კიელინი და ლეონარდო ბონუჩი ტრავმირებულნი არიან. მხოლოდ ბონუჩის აქვს მცირე შანსი, რომ თამაში შეძლოს. გარდა ამისა, ლაზარეთშია ალექს სანდროც, რომელიც ტურინელთა ძირითადი მარცხენა მცველია. კრიშტიანუ რონალდუმ კორონავირუსის დამარცხება ჯერაც ვერ მოახერხა და ისიც დააკლდება ამ დაპირისპირებას. „ბარსელონაში“ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ფილიპე კოუტინიო და სამუელ უმტიტი ტრავმირებულნი არიან, ჟერარ პიკე - დისკვალიფიცირებული. თუმცა, რონალდ კუმანის გუნდის შემადგენლობაში უფრო მეტი ბალანსია, ვიდრე ანდრეა პირლოს გუნდში. ტურინელბს დაცვაში მართლაც საოცარი პრობლემები შეექმნათ.

კრიშტიანუ - მესი მინიმუმ დეკემბრამდე გადაიდო. ეპოქალური ფეხბურთელების დაპირისპირება ბოლოს 2018 წელს შედგა, ხოლო უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე 2011 წელს. როდესაც წილისყრა დასრულდა, ალბათ მათი დუელის გამო დროის ათვლა დაიწყო, მაგრამ კოვიდ-19 აქაც უდროოდ გამოჩნდა... ვნახოთ, რა იქნება დეკემბერში, მაგრამ ახლა ვიცით, რომ მესი მოედანზე იქნება, რონალდუ - სახლში, ტელევიზორთან.

ანდრეა პირლოს სამწვრთნელო კარიერაში პირველი სეზონია. მას ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული დებიუტი ჰქონდა, მაგრამ კიევის „დინამო“ შემფასებლად არ გამოდგება, ანდრეას დამისი გუნდის გამოცდა დღეს იქნება. პარალელურად, „იუვენტუსი“ სერია A-ში ვერ ვარგობს და ბოლო სამ თამაშში მარცხდებოდა, სამჯერვე ქულა გადაარჩინა, მაგრამ აბა ეს რა შედეგია „იუვესთვის“?.. „ბარსელონაშიც“ ბევრი პრობლემაა. ლა ლიგაში ზედიზედ ორი წაგება და სამი მოუგებელი მატჩი. მარცხი „ელ კლასიკოში“ და ცუდი თამაშის ხარისხი. გუშინ ხოსეპ მარია ბართომეუმ პრეზიდენტის პოსტი დატოვა, ესოდენ მნიშვნელოვან მატჩამდე ერთი დღით ადრე...

„იუვენტუსი“ და „ბარსელონა“ მე-12-ედ ხვდებიან ერთმანეთს. ბოლო 5 წელიწადში კი მეექვსედ. 4 ფრე, 3 მოგება „იუვენტუსს“ და 4 „ბარსელონას“ - ასეთია ამ დროისთვის ბალანსი. ყველაფრის მიუხედავად, ძალიან საინტერესო თამაში გველოდება და მისი შედეგი დიდწილად განსაზღვრავს ვინ დაიკავებს ჯგუფში პირველ ადგილს. იმის მიუხედავად, რომ ჯერ მხოლოდ მეორე ტურია, აშკარაა, რომ „ფერენცვაროში“ და კიევის „დინამო“ თუნდაც დაჭრილ „იუვესა“ და „ბარსას“კონკურენციას ვერ გაუწევენ.

სხვა მატჩებს რაც შეეხება - „ფერენცვაროში“ უკრაინულ გუნდს ამავე ჯგუფის მეორე მატჩში უმასპინძლებს. ლაშა დვალი სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში არ იქნება. საინტერესო მატჩია „ოლდ ტრაფორდზე“, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ გერმანულ „ლაიფციგს“ დაუხვდება. ორივე გუნდმა წარმატებული სტარტი აიღო და პირველ ტურში მოიგეს, ამდენად, დღეს გამარჯვებული გუნდი პლეი-ოფზე ხმამაღალ განაცხადსაც გააკეთებს.

ორი მატჩი, „კრასნოდარი“ – „ჩელსი“ და „ბაშაკშეჰირი“ – „პარი სენ ჟერმენი“ 21:55 საათზე დაიწყება, ხოლო დანარჩენი შეხვედრები 23:55 საათზე აიღებს სტარტს.

E ჯგუფი

„კრასნოდარი“ – „ჩელსი“

„კრასნოდარი“ (4-3-3): საფონოვი; სმოლნიკოვი, მარტინოვიჩი, კაიო, ჩერნოვი; უტკინი, გაზინსკი, ვილენა; სულეიმანოვი, ბერგი, რამირესი

„ჩელსი“ (4-2-3-1): მენდი; ჯეიმსი, ტიაგო სილვა, ზუმა, ჩილევი; ჟორჟინიო, კანტე; პულიშიჩი, ჰავერტცი, მოუნთი; ვერნერი

„სევილია“ – „რენი“

„სევილია“ (4-3-3): ბონო; ნავასი, კუნდე, დიეგო კარლოსი, აკუნია; რაკიტიჩი, ფერნანდო, ჯორდანი; სუსო, დე იონგი, ოკამპოსი

„რენი“ (4-3-3): გომისი; ტრაორე, და სილვა, აგუერი, რუგანი; ბურიგადო, მარტინი, გრენიე; დოკუ, ჟირასი, ტერიე

F ჯგუფი

„ბრიუგე“ – „ლაციო“

„ბრიუგე“ (3-5-2): მინოლე; მატა, კოსუნუ, რიცა; დიატა, რიცი, დე კეტელარე, ვანაკენი, ვორმერი; დენისი, კრმენჩიკი

„ლაციო“ (3-5-2): რეინა; პატრიკი, აჩერბი, ჰოედტი; მარუშიჩი, მილინკოვიჩ-სავიჩი, აკპა-აკპრო, პაროლო, ფარესი; კორეა, მურიქი

„დორტმუნდი“ – „ზენიტი“

„დორტმუნდი“ (3-4-1-2): ბიურკი; პიშჩეკი, ჰუმელსი, აკანჯი; მუნიე, ბელინგემი, ვიტსელი, გერეირო; როისი; სანჩო, ჰოლანდია

„ზენიტი“ (4-2-3-1): კერჟაკოვი; კარავაევი, ლოვრენი, რაკიცკი, დუგლას სანტოსი; ოზდოევი, ბარიოსი; ეროხინი, ვენდელი, დრიუსი; ძიუბა

G ჯგუფი

„ფერენცვაროში“ – „დინამო კიევი“

„ფერენცვაროში“ (4-3-3): დიბუში; ბოტკა, ბლაჟიჩი, კოვაჩევიჩი, ჩივიჩი; სიგერი, ხარატინი, სომალია; ისაელი, ნგუენი, მაკი

„დინამო კიევი“ (4-2-3-1): ბოიკო; კედზიორა, ზაბარნი, პოპოვი, კარავაევი; სიდორჩუკი, შაპარენკო; ციგანკოვი, ბუიალსკი, დე პენა; სუპრიაჰა

„იუვენტუსი“ – „ბარსელონა“

„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; კუადრადო, დემირალი, დანილო, ფრაბოტა; კულუშევსკი, ბენტანკური, რაბიო, კიეზა; დიბალა, მორატა

„ბარსელონა“ (4-2-3-1): ნეტო; დესტი, არაუხო, ლენგლე, ალბა; პიანიჩი, დე იონგი; დემბელე, მესი, ფატი; გრიზმანი

H ჯგუფი

„ბაშაკშეჰირი“ – „პარი სენ ჟერმენი“

„ბაშაკშეჰირი“ (4-3-3): გიუნოკი; რაფაელი, შკრტელი, ეპურანუ, ბოლინგოლი; ტოპალი, კაჰვეჯი, ტეკდემირი; ტურუჩი, ბა, ვისჩა

„პარი სენ ჟერმენი“ (4-3-3): ნავასი; ფლორენცი, დანილო, კიმპემბე, კურზავა; დი მარია, ერერა, მარკინიოსი; ნეიმარი, კინი, მბაპე

„მანჩესტერი“ – „ლაიფციგი“

„მანჩესტერი“ (4-3-1-2): დე ხეა; ტუანზებე, მაგუაირი, ლინდელოფი, ვან-ბისაკა; ფრედი, ვან დე ბეეკი, ტელესი; ბრუნო ფერნანდეში; რაშფორდი, მარსიალი

„ლაიფციგი“ (3-4-2-1): გულაშჩი; ორბანი, უპამეკანო, ჰალსტენბერგი; ჰენრიხსი, კამპლი, ნკუნკუ, ანხელინო; ოლმო, ფორსბერგი; პოულსენი

0.182658