ფეხბურთი

11:04 | 28.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბართომეუ: "ბარსელონამ" შეთავაზება მიიღო და თანახმაა ევროპის პრემიერლიგაში ითამაშოს"

„ბარსელონას“ აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ განაცხადა, რომ კლუბმა ევროპის პრემიერლიგაში თამაშის შეთავაზება მიიღო და თანხმობაც განაცხადა. ბართომეუმ პრაქტიკულად დაადასტურა ჭორები იმის შესახებ, რომ ახალი ტურნირი იქმნება, რომელშიც მხოლოდ გრანდები მიიღებენ მონაწილოებას.

„შემიძლია არაჩვეულებრივი ამბავი გითხრათ. ჩვენ მივიღეთ შეთავაზება ევროპის პრემიერლიგაში მომავალში მონაწილეობის შესახებ, რაც გარანტი იქნება კლუბის ფინანსური სტაბილურობის. „ბარსელონა“ თანახმა ევროპის პრემიერლიგაში ითამაშოს“, - თქვა ბართომეუმ.

მოგეხსენებათ, ინგლისის, ესპანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის კლუბები 2022 წლიდან ახალ ტურნირში აპირებენ მონაწილეობის მიღებას. მოლაპარაკებებს „ლივერპული“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ხელმძღვანელობენ. ახალი ტურნირის ჩატარება, რომელსაც ევროპის პრემიერლიგა ეწოდება, 2022 წელს იგეგმება ფიფა-ს მხარდაჭერით.

სავარაუდოდ, ამ ტურნირში 16 ან 18 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და ტურნირის ჩასატარებლად 6 მილიარდი დოლარია საჭირო. დიდი ალბათობით, ევროპის პრემიერლიგას JP Morgan ბანკი დააფინანსებს. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ბართომეუმ გუშინ "ბარსელონას" პრეზიდენტის პოსტი დატოვა.

0.109129