ფეხბურთი

2:34 | 28.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხოჭოლავა: "მჯეროდა, რომ ორ ტურში 4 ქულაც შეგვძელო და მეტის აღებაც"

დონეცკის „შახტარის“ მცველმა დავით ხოჭოლავამ მილანის „ინტერთან“ (0:0) მატჩის შემდეგ უეფას ვებგვერდთან კომენტარი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, მას სჯეროდა, რომ ორი ტურის შემდეგ მის გუნდს 4 ქულა ექნებოდა.

„გულწრფელად მჯეროდა, რომ ორი თამაშის შემდეგ 4 ქულის აღება შეგვეძლო, ალბათ უფრო მეტისაც. მე ყოველთვის მჯერა ჩვენი გუნდის. თუ არ გჯერა, არ არსებობს მიზეზი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშო“, - თქვა ხოჭოლავამ.

შეგახსენებთ, დონეცკის „შახტარს“ ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და B ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია. ხოჭოლავამ მადრიდის „რეალისა“ და მილანის „ინტერის“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.

ქართველმა მცველმა იტალიურ გრანდთან ტრავმაც მიიღო და 62-ე წუთზე შეცვალეს. მისი დაზიანების ხარისხი მოგვიანებით გაირკვევა, თუმცა წინასწარი ვარაუდით, სერიოზული არ უნდა იყოს.

0.108112