ფეხბურთი

23:57 | 27.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბართომეუ "ბარსელონას" პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა

კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტის პოსტი ხოსეპ მარია ბართომეუმ დატოვა. როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემები იტყობინებიან, 57 წლის ესპანელმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

ბართომეუს გადადგომას დიდი ხანია გულშემატკივრები და ფეხბურთელების ნაწილიც მოითხოვდნენ, მაგრამ ის პოსტს არ ტოვებდა. მიუხედავად ამისა, ბართომეუმ უკან დაიხია და სამსახურიდან წავიდა.

ხოსეპ მარია ბართომეუ „ბარსელონას“ პრეზიდენტი 2014 წელს გახდა. ამ პერიოდში „ბლაუგრანამ“ თითქმის ესპანეთსა და ევროპაში ყველა ჯილდო მოიგო, მაგრამ „ბარსას“ ბოლო წლებში კრიზისი დაეწყო და ამიტომაც, მისი კლუბში არაჯანსაღი სიტუაცია სუფევდა.

0.111734