ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო კორონავირუსით დაინფიცირდა. Sky Sport-ის ინფორმაციით, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი უწყების ხელმძღვანელს საშუალო სიმძიმის სიმპტომები აქვს.
ინფანტინო მინიმუმ 10 დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს, ხოლო მასთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი ტესტს ჩაიტარებს.