ფეხბურთი

23:20 | 27.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "შედეგს სასიამოვნო ფეხბურთით უნდა მივაღწიოთ"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა „იუვენტუსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული თამაშის შესახებ ისაუბრა.

„იუვე“ დიდი გუნდია, რომელსაც გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს და იცის თამაშის გაკონტროლება. დიბალა შესანიშნავი მოთამაშეა, ისევე, როგორც მორატა, მაგრამ ნახევარმცველებიც ძალიან კარგები არიან. ეს იქნება მაღალი დონის მატჩი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კარგი შედეგის მიღწევა იმ ფეხბურთის თამაშით, რომელიც მოგვწონს. დაცვასა და შეტევას შორის ბალანსი უნდა გვქონდეს.

ანდრეა პირლო ძლიერი ნახევარმცველი იყო, როგორც მწვრთნელს ჯერ ვერ შევაფასებ, მაგრამ თუ „იუვემ“ არჩევანი მასზე გააკეთა, მიზეზიც ექნებოდათ. ორივე დიდ გუნდებში ახალი მისულები ვართ და მას წარმატებებს ვუსურვებ“, - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ – „ბარსელონას“ მატჩი 28 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

0.112435