ფეხბურთი

22:01 | 27.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა

ბათუმის საფეხბურთო სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა. უეფას მე-4 კატეგორიის არენა დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ოფიციალურად გახსნა.

ცერემონია კორონავირუსის გამო შეზღუდულ ფორმებში გაიმართა და მას თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ესწრებოდნენ.

"დღევანდელ დღეს, არამარტო ბათუმელები არამედ თითოეული ჩვენთაგანი წლების განმავლობაში ველოდებოდით. ამაყი და ბედნიერ ვარ, რომ ბათუმელმა გულშემატკივარმა, რომლებიც ჩემი აზრით, ყველაზე პატივსაცემი ადამიანები არიან, მიიღეს, ის რისთვისაც ჩვენთან ერთად წლების განმავლობაში იბრძოდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სტადიონი ქართული ფეხბურთის წარმატების საფუძველი იქნება.

ბათუმის ახალი სტადიონი ყველნაირ საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს, ამ არენაზე ჩვენ უმაღლესი დონის საკლუბო და სანაკრებო მატჩების მასპინძლობა შეგვიძლია.

მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს ვინც პატარა წვლილი მაინც შეიტანა ამ ოცნების ახდენაში. ამ ქალაქს ეს სტადიონი სჭირდებოდა და ამაყი ვარ, რომ ჩვენ ყველამ ერთად ეს შევძელით", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის სტადიონის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო. ახალი, თანამედროვე არენა უეფას მეოთხე კატეგორიას აკმაყოფილებს და 20 000 მაყურებელს იტევს. რომელი მატჩი გაიმართება პირველად ახალ სტადიონზე ოფიციალურად ჯერ უცნობია. არსებობს შანსი, რომ 15 და 18 ნოემბერს, ბათუმში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგაზე სომხეთისა და ესტონეთის ნაკრებებს უმასპინძლოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11177