ლონდონის „ტოტენჰემის“ ყოფილი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო შესაძლოა, რუსეთში გადაბარგდეს და სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩაიბაროს.
რუსული მედიის ცნობით, არგენტინელ სპეციალისტს ეს თანამდებობა უკვე შესთავაზეს. „ზენიტი“ მზადაა პოჩეტინოს ხეფლასის სახით სეზონში 6.5 მილიონი ევრო გადაუხადოს, ხოლო დამატებით კიდევ ბონუსები.
პოჩეტინო 2014-2019 წლებში „ტოტენჰემს“ ავარჯიშებდა და ლონდონური გუნდი 2019 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გაიყვანა. თუმცა, შემდეგ გაათავისუფლეს და მას შემდეგ უმუშევარია.
„ზენიტს“ ამჟამად სერგეი სემაკი წვრთნის, რომელმაც გუნდი ორჯერ გახადა რუსეთის ჩემპიონი, მაგრამ ბოლო კვირეებში კლუბში მისი პოზიცია შეირყა.