ფეხბურთი

17:47 | 27.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის თამაშზე ქართველი მსაჯები იმუშავებენ

ევროპა ლიგაზე „ზორია“ – „ბრაგას“ შეხვედრას ქართველი არბიტრები განსჯიან. უეფას ვებგვერდის ცნობით, მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილია, ასისტენტები ზაზა ფიფია და ლევან ვარამიშვილი, ხოლო მეოთხე მსაჯი გიორგი ვადაჭკორია იქნება.

მოგეხსენებათ, ყრუაშვილი 2019 წელს ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში დაწინაურდა, მეორე კატეგორიის არბიტრი გახდა და ლევან ფანიაშვილის შემდეგ მეორე ქართველი მსაჯია, ვინც ამ დონეს მიაღწია.

ყრუაშვილი გასული სეზონიდან მოყოლებული უეფას ტურნირებზე რეგულარულად მუშაობს - ევროპა ლიგისა და ერთა ლიგის მატჩებზე.

„ზორია“ – „ბრაგას“ დაპირისპირება 29 ოქტომბერს, G ჯგუფის ეგიდით გაიმართება.

0.115298