საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელის გიორგი ცინცაძის პასი, რომელიც მან ევრობასკეტ 2015-ის მერვედფინალში ლიეტუვასთან შეხვედრაში გააკეთა, ფიბას გამოკითხვაში მამაკაცთა შორის დეკადის საუკეთესო ასისტად დასახელდა.
გიორგის მეტოქე ფინალში არგენტინის ნაკრებისა და მადრიდის რეალის ერთ-ერთი ლიდერი ფაკუნდო კამპაცო იყო. გამოკითხვის შედეგად ქართველმა კალათბურთელმა 58% დააგროვა და არგენტინელი საკმაოდ სოლიდური უპირატესობით დაამარცხა.
სუპერფინალში ცინცაძის მოწინააღმდეგე ამჯერად ქალთა შორის გამარჯვებული არგენტინელი ანდრეა ბოკეტე იქნება და ხმის მიცემა მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყოჩაღ წარმატებები
არ ვიცი მითქვამს თუ არა აქ მარა ჩემი ფავორიტი ქართველი კალათბურთელია. ჩემთვის ყველაზე ნიჭიერი. მისი თამაშით რო სიამოვნებას ვიღებდი და ვიღებ, არცერთი ქართველის თამაშით არ მიმიღა რაც მე მინახავს.
ეკუთვნოდა. მართლაც ზღაპრული პასი "გააძრო" ბუმ.
ეჰ, ნეტავ ეგ თამაშიც მოგვეგო...
90იანებიდან მოყოლებულ საარჩევნო კარუსელზე გაზრდილ ხალხს ვიღაც არგენტინელები გვაჯობებდნენ არჩევნებში? 3 დღეში 200მდე ხმა მივეცი მხოლოდ მე, ჩემს საძმაკაცოს არ ვთვლი

მაგ მხრივ არგენტინელები ჩვენზე გამოცდილები არიან ! რაც ჩვენ 90 ანებში გამოვიარეთ ისინი მთელი ცხოვრება ეგრე არიან მთელი ისტორიის მანძილზე სულ რევოლუციები გადატრიალებები სამხედრო დიქტატორები და არჩევნებზეც სხვადასხვა კარუსელები ატრაქციონები და სიცილის ოთახები D მაგრამ მაინც ვაჯობეეთ DD
ალბათ კალათბურთს მხოლოდ დემოკრატი ხალხი უყურებს იქ, მაშინ
D
და ყოჩაღ dinamo222-ს ყოველდღე რო გვახსენებდა
ეხლა შევედი და ვნახე და ეტყობა ჯერ არ დაწყებულა ხმის მიცემა ისე იმ არგენტინელ ქალს ძალიან მაღალი პროცენტებით აქვს მოგებული--88 და 87 ! ასე რომ მთელი ძალებით უნდა შევუტიოთ DD
თავიდან რომ ვნახე არგენტინელი უსწრებდა გიორგის 72-28 ს ! და ეგონა რო მორჩა მოგებული ვარო მაგრამ ეგ არ იცნობს ქართველებს ! რომ დავიქოქეთ სამ დღეში შემოვატრიალეთ და პირიქით 63-37 გავხადეთ DD და მერე ცოტა მოვეშვით და 5 პროცენტი ამოქაჩეს არგენტინელმა გაუჩოებმა D და ეხლა იმ დედაკაცსაც ვაჩვენოთ ჩვენი ძალა !
აბა, დაწყება არ გამოგვეპაროს, დავდოთ ეგრევე
ყოჩაღ გიორგის და ყოჩაღ ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც გამოკითხვაში გიოს მხარი დაუჭირა.
shokoladis fila an chupa chupsi mainc achukon