ფეხბურთი

10:21 | 27.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: ხოჭოლავა ლუკაკუს წინააღმდეგ და დიდი მოლოდინი ბერგამოდან

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მეორე ტურის ჯერიც დადგა. დღეს ოთხ ქვეჯგუფში რვა მატჩი გაიმართება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტურნირისთვის არადამახასიათებლად, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და გამორჩეული მატჩი არ გველოდება.

სხვებთან შედარებით ყველაზე დი ყურადღებას ორი მატჩი იწვევს: „გლადბახი“ – „რეალი“ და „ატალანტა“ – „აიაქსი“. ქართველი ქომაგისთვის კი „შახტარი“ – „ინტერიც“ საინტერესო დუელია დავით ხოჭოლავას ფაქტორიდან გამომდინარე, რომელიც სხვათა შორის, სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში იქნება, რაც „რეალთან“ ჩინებული მატჩის შემდეგ გასაკვირი სულაც არ გახლავთ.

A ჯგუფში მოქმედი ჩემპიონი მიუნხენის „ბაიერნი“ მოსკოვში „ლოკომოტივს“ სტუმრობს. ფავორიტზე საუბარი ზედმეტია, უბრალოდ, ისაა საინტერესო როდემდე და რამდენად გაუძალიანდება რუსული გუნდი გერმანულ მონსტრს. „რეკორდმაისტერი“ წარმოუდგენლად მაგარ ფორმაშია და გზად ყველა და ყველაფერი გადათელა. მიუნხენელებმა პირველ ტურში მადრიდის „ატლეტიკოც“ არ დაინდეს და 4 უპასუხო გოლი გაუტანეს. უნდა ითქვას, რომ „ლოკომოტივმა“ ავსტრიაში „ზალცბურგთან“ ქულა მოიპოვა, რაც „რკინიგზელების“ აქტივში უნდა ჩავწეროთ.

„ატლეტიკო“ კი მიუნხენური კოშმარის დავიწყებას შინ „ზალცბურგთან“ ეცდება. დიეგო სიმეონეს გუნდს არამარტო მენტალურად სჭირდება ავსტრიულ გუნდთან გამარჯვება, არამედ სატურნირო ცხრილიდან გამომდინარეც, რადგან ამ ჯგუფში შეიძლება ყველა ქულას ოქროს ფასი დაედოს.

B ჯგუფში ყველაფერი ძალიან საინტერესოდ დაიწყო. პირველ ტურში ფავორიტებმა საკუთარ მოედანზე ვერ მოიგეს. „ინტერმა“ „გლადბახთან“ ქულა ბოლო წუთზე გადაარჩინა, ხოლო „რეალი“ საერთოდაც დამარცხდა. თუმცა, ზინედინ ზიდანის გუნდმა იდეალურად მოახერხა რეაბილიტირება და უიქ-ენდზე „ელ კლასიკოში“ „ბარსელონას“ მოუგო. ამდენად, გერმანიაში კარგ განწყობაზეა ჩასული. თუმცა, „სამეფო კლუბს“ ადვილი თამაში სულაც არ ელოდება, რადგან „გლადბახი“ კარგი გუნდია და ეს პირველ ტურშიც დაამტკიცა. მითუფრო ახლა, გერმანული გუნდი შინ თამაშობს და ეჭვგარეშეა, „ინტერთან“ ფრე თვითრწმენასაც აუმაღლებდა.

კიევში ანტონიო კონტეს „ინტერი“ დონეცკის „შახტარს“ ესტუმრება, რომელიც პირველი ტურის მთავარი სენსაციის შემოქმედი გახდა. მადრიდში ისტორიულ მოგებაზე ბევრი ითქვა და კარგად მოგეხსენებათ. იმ მატჩში დავით ხოჭოლავა ჩინებულად გაისარჯა და ქართველი მცველი დღეს რომელუ ლუკაკუსა და ლაუტარო მარტინესის შეჩერებას ეცდება. სხვათა შორის, ეს გუნდები სამი თვის წინ ევროპა ლიგის ნახევარფინალში შეხვდნენ და იქ იტალიელებმა ძალიან ადვილად, 5:0 მოიგეს. თუმცა, მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ცხადია, „დონბასელები“ „ნერაძურის“ ადვილად არაფერს დაუთმობენ.

C ჯგუფის უპირობო ფავორიტი „მანჩესტერ სიტი“ საფრანგეთში ითამაშებს, „ველოდრომზე“ და „მარსელთან“ ზედიზედ მეორე სამი ქულის მოპოვებას ეცდება. ამ ჯგუფში გაცილებით დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი მეორე მატჩში, სადაც „პორტუ“ პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ დაუხვდება და ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია.

და ბოლოს D ჯგუფი - „ლივერპული“ „ენფილდ როუდზე“ დანიის ჩემპიონ და ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტ „მიდტიულანდს“ მასპინძლობს და ცხადია გამარჯვების მოპოვება ძალიან უნდა გაუადვილდეს. აი, პარალელურად, რა მოხდება ბერგამოში, „ატალანტასა“ და „აიაქსის“ დუელში არავინ იცის. ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის მატჩი ქალაქ ბერგამოში ისტორიაში პირველად ჩატარდება („ატალანტა“ გასულ სეზონში ლიგაზე საშინაო მატჩებს მილანში ატარებდა). პირველ ტურში იტალიელებმა დანიაში მარტივად იმარჯვეს, ხოლო „აიაქსმა“ შინ „ლივერპულთან“ წააგო. სამაგიეროდ, უიქ-ენდზე ყველაფერი შეიცვალა. „ატალანტამ“ „სამპდორიასთან“ სახლში წააგო და სერია A-ში ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, ხოლო „აიაქსმა“ „ვენლოს“ მისსავე მოედანზე წარმოუდგენელი ანგარიშით - 13:0 მოუგო... ამრიგად, ერიკ ტენ ჰაგის გუნდი იტალიაში გადასარევ ხასიათზე და შემართულია ჩასული. ორივე გუნდის სათამაშო ფილოსოფიას თუ გავითვალისწინებთ, წესით, ძალიან მაგარი და ლამაზი თამაში უნდა ვიხილოთ...

A ჯგუფი

„ლოკომოტივი“ – „ბაიერნი“

„ლოკომოტივი“ (4-4-2): გილერმე; ჟივოგლიადოვი, ჩორლუკა, მურილო, რიბუსი; ჟემალეტდინოვი, კულიკოვი, კრიხოვიაკი, მირანჩუკი; ლისაკოვიჩი, ედერი

„ბაიერნი“ (4-2-3-1): ნოიერი; პავარი, ზულე, ალაბა, ერნანდესი; კიმიხი, ტოლისო; კომანი, მიულერი, სანე; ლევანდოვსკი

„ატლეტიკო“ – „ზალცბურგი“

„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; ტრიპიერი, სავიჩი, ფელიპე, ლოდი; კორეა, ლორენტე, ერერა, კოკე; ჟოაო ფელიქსი, სუარესი

„ზალცბურგი“ (4-4-2): სტანკოვიჩი; ულმერი, ვიობერი, რამალიო, კრისტენსენი; შობოშლაი, იუნუზოვიჩი, კამარა, მვეპუ; ბერიშა, დაკა

B ჯგუფი

„შახტარი“ – „ინტერი“

„შახტარი“ (4-3-3): პიატოვი, დოდო, ხოჭოლავა, მატვიენკო, კორნილენკო; ანტონიო, მარლოსი, მაიკონი; ტეტე, დენტინიო, სოლომონი

„ინტერი“ (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი; დ’ამბრიზიო, დე ვრეი, ბასტონი; ჰაკიმი, ბარელა, ბროჟოვიჩი, ვიდალი, დარმიანი; ერიკსენი; ლუკაკუ, ლაუტარო

„გლადბახი“ – „რეალი“

„გლადბახი“ (4-5-1): სომერი; ლაინერი, ელვედი, გინტერი, ბენსაბაინი; კრამერი, ნოუჰაუსი, ჰოფმანი, შტინდლი, ტურამი; პლეა

„რეალი“ (4-4-2): კურტუა; ვასკესი, ვარანი, რამოსი, მენდი; მოდრიჩი, ვალვერდე, კაზემირო, კროოსი; ბენზემა, ვინისიუსი

C ჯგუფი

„პორტუ“ – „ოლიმპიაკოსი“

„პორტუ“ (4-3-3): მარჩესინი; მანაფა, პეპე, მბემბა, ზაიდუ; ოტავიო, ოლივეირა, ურიბე; კორონა, დიასი, მარეგა

„ოლიმპიაკოსი“ (4-5-1): სა; რაფინია, სემედუ, სისე, ჰოლებასი; მ’ვილა, ბუჩალაკისი, რანდიელოვიჩი, ვალბუენა, მასურასი; ელ-არაბი

„მარსელი“ – „მანჩესტერ სიტი“

„მარსელი“ (4-3-3): მანდანდა; საკაი, ალვარო, კალეტა-სარი, ამავი; რონგიე, კამარა, სანსონი; ტოვინი, ბენედეტო, პაიე

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; კანსელუ, დიასი, ლაპორტი, ზინჩენკო; დე ბრუინი, როდრი, გუნდოგანი; მაჰრეზი, სტერლინგი, ფოდენი

D ჯგუფი

„ატალანტა“ – „აიაქსი“

„ატალანტა“ (3-4-1-2): სპორტიელო; ტოლოი, რომერო, ჯიმსიტი; ჰატებური, პაშალიჩი, ფროილერი, გოსენსი; გომესი, ძაპატა, მურიელი

„აიაქსი“ (4-3-3): ონანა; მაზრაუი, შურსი, ბლინდი, ტალიაფიკო; კლაასენი, გრავენბერხი, მარტინესი; პრომესი, ტრაორე, ტადიჩი

„ლივერპული“ – „მიდტიულანდი“

„ლივერპული“ (4-2-3-1): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, ფაბინიო, გომესი, რობერტსონი; ვეინალდუმი, მილნერი; სალაჰი, ჟოტა, მანე; ფირმინო

„მიდტიულანდი“ (4-5-1): ანდერსენი; ანდერსონი, სვიატჩენკო, შოლცი, პაულინიო; ონიეკა, კაუსტე, დრაიერი, სისტო, მაბილი; კაბა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.197727